ვიზუალური ხელოვნება კულტურა

როგორ ირევა საბჭოთა და კორეული კულტურა ერთმანეთში?

სერგეი მეჯეიმ ჯერ კიდევ ბავშვობაში დატოვა კორეა და იმპერიულ რუსეთში წავიდა. მაგრამ მაშინ, როდესაც საზღვრებისგან მოშორებით ვლადივოსტოკისა და ჩრდილოეთ კორეას შუაში ცხოვრობდა და მუშაობდა, როგორც მეთევზე, მდივანი და სკოლის მასწავლებელი. ის გახდა სტალინისტური რეჟიმის დეპორტაციის მსხვერპლი. 172 ათასამდე ეთნიკური კორეელი სწორედ მაშინ, ორმოციან წლებში გადაასახლეს უზბეკეთისა და ყაზახეთის ტერიტორიებზე.

სერგეის საოჯახო ალბომი მისი ტაშკენტური ცხოვრების პერიოდიდან ასახავს მისი შვილიშვილის, სტანისლავის ხედვებს, სწორედ მის მიერ გადაღებული ფოტოები შედის ამ ალბომში. სურათები ოჯახის საზაფხულო ამბებს ააშკარავებს, ასახულია სახლი, რომელშიც საბჭოური და კორეული კულტურები ერთმანეთში ირეოდა.

დღესდღეობით მხოლოდ უზბეკეთში 176 ათასი ეთნიკური კორეელი ცხოვრობს, ეს რიცხვი იკლებს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თუმცა მდგომარეობა მაინც გამოუსწორებელია.

ამ ადამიანებს შორის არის უამრავი, რომელთაც მშობლიურ ენად უკვე რუსული აქვთ ათვისებული და მნიშნველოვანწილადაა ასიმილირებული იქაურ საზოგადოებასთან.

   “ამ ფოტოზე არის ჩემი მშობლების ქორწილის დღე. მე, ალბათ, უკვე 5 წლის ვიქნებოდი, მაგრამ კორეაში გავრცელებულია დაგვიანებით გადახდილი ქორწილი.”

“ყოველ შემოდგომაზე გვსტუმრობდნენ ნათესავები. ჩვენ ერთად ვაგროვებდით რკოებს ეზოში, რომლებსაც შემდეგ მშობლებს ვაძლევდით, ისინი ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტში მუშაობდნენ. ასევე, ვჩუქნიდით რკოებს ბიძაჩემს, რომელიც ღორებს კვებავდა, რომლებსაც შემდეგ ჩვენვე მივირთმევდით.”

“ბაბუაჩემი, სერგეი და მისი და ჯი-სუკი, 1930.”

“ბიძია ტოლია ყოველთვის იყენებდა ოჯახურ შეკრებებს, რომ ჩვენთვის თმა შეეჭრა. ის ყოველთვის გასაოცრად აკეთებდა თავის საქმეს. ის საკუთარ თმასაც ყოველთვის თავისით იჭრიდა.”

“ყოველ ზაფხულს ეზოში კოღოს საწინააღმდეგო ბადეებს კიდებდნენ, რომ ბავშვებს მშვიდად დაეძინათ. ეს გასაოცარი იყო, მაშინაც თუ მამლები და ძაღლები ყეფას მოჰყვებოდნენ დილაადრიან.”

“ბიძია საშა, დაახლოებით 1964-65 წლები. ყველა კორეელს უყვარს მაგიდის ტენისი და ამიტომ, ჩემს სახლში ყოველთვის იდგა პინგ პონგის მაგიდა. ხშირად ვატარებდით საოჯახო შეჯიბრებებს.”

“ეს კორეული სათამაშო ბანქოა, რომელსაც ჰუატუ ჰქვია. ჩემი მშობლები და მათი მეგობრები (არამხოლოდ კორეელები) ხშირად ხვდებიან სახლში და დილამდე ირთობენ თავს თამაშით, ოთახებს სიგარეტის ბოლით ავსებენ. ბიძა საშა და მისი მეგობრები კარტს უღებენ ფოტოს, რომ შემდეგ დაბეჭდონ და ახალი ბანქო გამოჭრან.”

“სახლი, რომელიც ბაბუაჩემმა თავისი ხელით ააშენა. ნამდვილ კორეულ სახლებში არის თბილი იატაკი, რომელიც პატარა ღუმელით თბება. მას აქვს სააბაზანო, სამზარეული და ხის ფარდული.”

“სოიოს მარცვლების პინგ-პონგის მაგიდაზე გაშრობის პროცესი. ჩვენ მათ კორეული სუნელებისა და სოუსების დასამზადებლად ვიყენებთ.”

“ბებია მარია”

“საოჯახო სადილი ბაბუაჩემის სახლში.”

“ბიძა ტოლია თავის ქალიშვილთან, ლენასთან ერთად.”

“მამაჩემი, იური თავის მეგობრებთან ერთად.”

კომენტარები

კომენტარი