არტ მენეჯმენტი კულტურა

კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი გამოფენები – 2018

წელს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოფენების კონკურსი ჩაატარა, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით.

კონკურსში 14 პროექტი იღებდა მონაწილეობას, საბოლოოდ კი, საკონკურსო კომისიამ 11 პროექტი აარჩია და მათ გაუწია რეკომენდაცია. გამარჯვებული პროექტები თბილისსა და რეგიონებში ჯგუფური, თუ პერსონალური გამოფენებისა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების გამართვით წარმოაჩენენ საქართველოს ვიზუალური ხელოვნების ფართო სპექტრს, რაც მოიცავს: ფერწერას, გრაფიკას, სკულპტურას, დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებას, ფოტოხელოვნებას, მულტიმედიას, სივრცულ ინსტალაციას და ა.შ.

გთავაზობთ გამარჯვებული პროექტების სიას:

  1. “მოძრავი იმიჯები:
  2. “ვალერიან სიდამონ-ერისთავი მოდერნიზმიდან სოცრეალიზმამდე”
  3. “გალერეა ქუჩაში”
  4. “Modern Madonnas”
  5. “შემდეგი გაჩერება – მცხეთა”
  6. “საავტორო თოჯინების თბილისის საერთაშორისო ფესტივალი”
  7. “პრინტის საერთაშორისო ფესტივალი LIFE N STYLE”
  8. “ლამა საბაქთანი”
  9. “გზაჯვარედინზე”
  10. “ვარ საქართველო”
  11. “მაისის თბილი სიო”

კომენტარები

კომენტარი