კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

BASSIANI 6 აპრილს შემოსული თანხით 6 დაღუპულ მაღაროელთა ოჯახებს დაეხმარება

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ, გამთენიისას ტყიბულში ტრაგედია დატრიალდა რის შედეგადაც 6 მაღაროელი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.  საქართველოს მთავრობამ 5 აპრილი გლოვის დღედ გამოაცხადა.

გლოვის დღეს შეუერთდა კლუბი BASSIANI, სოლიდარობა გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და განაცხადა, რომ 6 აპრილის ღმეს შემოსულ თანხას სრულიად გადაურიცხავს გარდაცვლილთა ოჯახებს:

“არტნიუსი” გთავაზობთ BASSIANI-ს განცხადებას:

“2018 წლის 5 აპრილს მინდელის სახელობის შახტაში ნგრევის შედეგად 6 მაღაროელი დაიღუპა – 3 კი დაშავდა. სამწუხაროდ, საქართველოს ინდუსტრიულ ქალაქებში დასაქმებული ადამიანებისთვის მძიმე სოციალური პირობებია. ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომითი უსაფრთხოების არარსებობის გამო 2011 წლიდან დღემდე ათასობით მშრომელი გარდაიცვალა. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების ღირსებული ცხოვრება, რადგან ზრუნვის მიდგომები და ადამიანისთვის შრომის პირობების შექმნა მნიშვნელოვან აუცილებლობას წარმოადგენს.

BASSIANI / HOROOM სოლიდარობას უცხადებს ყველა მაღაროელს და 6 აპრილს, HOROOM: ■ HAMATSUKI ■ WILL GATES ■ MERCURRIO ღამეზე შემოსული თანხა სრულიად გადაერიცხება გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახებს.

ჩვენ ვიბრძვით სოციალური და პოლიტიკური უთანასწორობის წინააღმდეგ, ქვეყნის სოციალური კეთილდღეობისთვის!”

 

 

კომენტარები

კომენტარი