კინო კულტურა

პოლონეთის ტელევიზიამ აჭარაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

პოლონეთის ტელევიზიამ “TVP 3” საქართველოზე, კერძოდ კი, აჭარის რეგიონზე დოკუმენტური ფილმი მოამზადა.

ფილმის სახელია: “აჭარლები ბეშუმიდან ბათუმამდე”. იგი უკვე აჩვენეს აპოლოს კინოთეატრში.

TVP 3-ს მიერ გადაღებული ფილმი აჭარის რეგიონის ხელოვნებას, ისტორისა და კულტურას აცნობს მნახველს. მასში, ასევე, ასახულია ტურისტული ადილები, ადგილობრივი მოსახლეობა და მათი შემოქმედება.

ფილმის ავტორი მნახველს მთიანი აჭარიდან შავი ზღვის პირამდე მიუძღვება.

ფილმი წინა ზაფხულს პოლონურ-ქართული კულტურის ფესტივალის ფარგლებში გადაიღეს, მისი ორგანიზატორი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო გახლდათ, ვროკლავისა კულტურისა და სპორტის ცენტრთან ერთად.

დოკუმენტური ფილმი პოლონელმა მაყურებელმა უკვე იხილა ტელეეკრანებზე და მალე ქართველ საზოგადოებასაც ექნება მისი ნახვის საშუალება.

კომენტარები

კომენტარი