საშემსრულებლო ხელოვნება

რა ხდება 5-6 აპრილს ქართულ კლუბებში?

თბილისში ღამის ცხოვრების შესახებ უცხოური მედიასაშუალებები, კლუბები, საერთაშორისო მოგზაურები და სხვები ლაპარაკობენ. იგი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, ამიტომაც, “არტნიუსმა” გადაწყვიტა, თავი მოუყაროს 6 აპრილის ღონისძიებებს და წარმოგიდგინოთ:

5 აპრილს, BASSIANI-ს საცეკვაო მოედანი იაპონური ტექნო სცენის ოთხ მნიშვნელოვან არტისტს დაეთმობა, რომელთა ტრეკები BASSIANI RECORDS-ის რიგით მესამე კომპილაციაშია შესული, დაუკრავენ: ლეიბლის BITTA დამაარსებელი და FUTURE TERROR-ის ფართების სერიის ორგანიზატორი DJ NOBU, IORI რომლის ჩანაწერები გამოიცემა ლეიბლებზე: SEMANTICA, PROLOGUE, FIELD RECORDS, PHONICA RECORDS და THE GODS PLANET. WOLS RECORDS-ის დამფუძნებელი, მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ჩანაწერების ავტორი TAKAAKl ITOH და პროდიუსერი და DJ ტოკიოდან WATA IGARASHI, რომელიც თანამედროვე ადერგრაუნდ ტექნო სცენაზე ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და უნიკალური ჟღერადობით გამოირჩევა.
HOROOM-ის ოთახში ბერლინელი დუო THE GHOST მთელი ღამის განმავლობაში დაუკრავს, მათი სეტები 90′-ის ჰაუსსა და ტექნოზე არის ორიენტირებული.

Image may contain: text

 6 აპრილს, HOROOM-ის ოთახში, კლუბის BASSIANI / HOROOM რეზიდენტები: HAMATSUKI, WILL GATES და MERCURRIO დაუკრავენ.

5 აპრილს KHIDI წარმოგიდგენთ ახალი ღამეების სერიას, რომლის ფარგლებშიც კლუბის რეზიდენტები მოიწვევენ სხვადასხვა არტისტს. სერიის პირველ ღამეს STEPHANIE SYKES იწვევს ბრიტანული ტექნო სცენის ერთ-ერთ წამყვან ფიგურას REBEKAH-ს, რომლის ნამუშევრებიც გამოცემულია ლეიბლებზე: SOMA RECORDS, SONIC GROOVE, MORD RECORDS და სხვა. G2-ში დაუკრავენ ავსტრიელი დიჯეი და პროდიუსერი DEMUJA და ლადუკა ნინუა კლუბის რეზიდენტი ჰაუს პროექტით SEVDA.

Image may contain: night

“Mtkvarze” Small Room:
Toke – ქართველი დიჯეი და პროდიუსერი თოკე ნიკოლაიშვილის პროექტი. Toke-ს ტრეკმა “Universe7” Electronaut-ის დაჯილდოების VIII ცერემონიალზე წლის ტრეკის ნომინაციაში გაიმარჯვა.
https://soundcloud.com/tokenik

DJ Extracheese – Digital Groove Affair-ის 1/2-ის გიორგი კაკოიშვილის სოლო პროექტი.
https://soundcloud.com/djextracheese

DJ Sendnudes – ქართული ლეიბლ PalmStructure-ის დამფუძნებლის და ახალბედა ქართველი დიჯეის სანდრო ჯორბენაძის პროექტი.
https://soundcloud.com/djsendnudess

Image may contain: text

 

კომენტარები

კომენტარი