საშემსრულებლო ხელოვნება

ნობელის პრემიით დაჯილდოების ცერემონიალზე ქართველი მევიოლინე, ლიზა ბათიაშვილი დაუკრავს

Nobel Media აანონსებს ნობელის პრემიით დაჯილდოების ცერემონიალს, რომელიც გაიმართება სტოკჰოლმის საკონცერტო დარბაზში.

წლევანდელი კონცერტის წამყვანი სოლისტი კი გახლავთ ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი. “სანაქებო ვირტუოზულობითა და ღრმა გრძნობებით” – ასე აღწერს ქართველ მუსიკოსს Nobel Media.

ლიზა ბათიაშვილი ქართველი მევიოლინეა. იგი დაიბადა 1979 წელს თბილისში, მუსიკოსების, მევიოლინე მამის და პიანისტი დედის ოჯახში. ლიზას მამა, ასევე ცნობილი მევიოლინე თამაზ ბათიაშვილი იყო, მისი პირველი მასწავლებელი ჯერ კიდევ 4 წლის ასაკიდან. მისი ოჯახი 1991 წელს გერმანიში გადასახლდა. ლიზამ ძირითადი განათლება მიიღო ჰამბურგის მუსიკალურ სკოლაში. 1995 წელს ლიზა ბათიაშვილმა გაიმარჯვა ჟან სიბელიუსის სახელობის მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსზე. აქედან დაიწყო მისი წარმატებული კარიერა.

ლიზა ბათიაშვილი არის ბეთჰოვენის ფესტივალის ლაურეატი — ბეთჰოვენის ბეჭდის მფლობელი და BBC-ის პროგრამა „New Generation Artists“-ის გამარჯვებული.

ქართველი მევიოლინე უკრავს კელნის, ლოს-ანჯელესის, ბოსტონის, სანქტ-პეტერბურგის, პარიზის, ლონდონის, ბოსტონის, ფილადელფიისა და ჩიკაგოს სიმფონიურ ორკესტრებთან.

სტოკჰოლმის სამეფო სიმფონიურ ორკესტრს გაუძღვება დირიჟორი კარინა კანელაკისი.

საკონცერტო პროგრამა ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არაა.

ნობელის პრემიით დაჯილდოების ცერემონიალი იმართება წლევანდელი ნობელის ლაურეატების პატივსაცემად.

ეს ცერემონიალი უკვე 13 წელია დიდი წარმატებით იმართება.

 

კომენტარები

კომენტარი