ვიდეოები ვიზუალური ხელოვნება

ქართველი მხატვრის, ლევან სონღულაშვილის გამოფენა უკვე გაიხსნა

დღეს, 19:00 საათზე, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ლევან სონღულაშვილის მულტიმედიურ გამოფენა “#სტიქსი” გაიხსა. მისი ნამუშევრები გალერეა “ერთი”-ში გამოიფინა, რომელიც ინგოროყვას ქუჩაზე მდებარეობს.

გამოფენა “სტიქსი” მხატვრობას, ვიდეოსა და ინსტალაციას აერთიანებს. გამოფენის კურატორი ბრიტანელი კრიტიკოსი მარკ გისბორნია.

 

გამოფენა 4 აპრილიდან 22 მაისამდე გაგრძელდება.

გამოფენის  ფარგლებში წარმოდგენილი ნამუშევრების სერია უკავშირდება მითიური მდინარე სტიქსის არსს. მდინარე რადიკალური ცვლილებების სიმბოლოა, აქედან გამომდინარე, გამოფენის ჩანაფიქრი იმერსიული გამოცდილების შექმნაა.

შეგახსენებთ, რომ ლევან სონღულაშვილი ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველი მხატვარია. ლევან სონღულაშვილის ნამუშევრები სხვადასხვა დროს გამოიფინა ევროპისა და ამერიკის ცნობილ საგამოფენო სივრცეებში. მისი სამი ფერწერული ტილო წარმატებით გაიყიდა სოტბის აუქციონზე. ლევანს არაერთი საერთაშორისო აღიარება აქვს მიღებული 2017 წელს. მისი ნამუშევრები “ნიუ-იორკ თაიმსმა”, “გარდიანმა” და სხვა საერთაშორისო მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა. ნახატებმა მუზეუმის მუდმივ კოლექციაში დაიდო ბინა.

“არტნიუსი” გთავაზობთ ვიდეოინსტალაციას:

კომენტარები

კომენტარი