საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

რუსთავის თეატრი დრამატურგებისთვის კონკურსს აცხადებს

ქალაქ რუსთავის მერია და პროფესიული დრამატული თეატრი დრამატურგთა კონკურსს იწყებს. კონკურში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ პიესა, რომელიც ქართული ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სოხუმში გატარებულ უკანასკნელ დღეებს ასახავს.

საუკეთესო პიესას კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, რომელშიც ცნობილი დრამატურგები და რეჟისორები შევლენ. მათ შორის იქნებიან თუმანიშვილის ფონდის ხელმძღვანელი მანანა ანთაძე და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე. საუკეთესო პიესის ავტორი ფულადი პრემიით დაჯილდოვდება და მისი პიესა რუსთავის თეატრის სცენაზე დაიდგმება. სპექტაკლში რუსთავის დასის მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას.

1tv.ge

კომენტარები

კომენტარი