ვიზუალური ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

4 აპრილს ლევან სონღულაშვილის გამოფენა გაიმართება

დღეს, 19:00 საათზე, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ლევან სონღულაშვილის მულტიმედიურ გამოფენა “#სტიქსი” გაიხსნება. მისი ნამუშევრები გალერეა “ერთი”-ში გამოიფინება, რომელიც ინგოროყვას ქუჩაზე, პარლამენტის შენობის უკან მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ “სტიქსი” მხატვრობას, ვიდეოსა და ინსტალაციას აერთიანებს. გამოფენის კურატორი ბრიტანელი კრიტიკოსი მარკ გისბორნი იქნება.

გამოფენა 4 აპრილიდან 22 მაისამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ლევან სონღულაშვილი ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველი მხატვარია. მისი ნამუშევრები “ნიუ-იორკ თაიმსმა”, “გარდიანმა” და სხვა საერთაშორისო მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა. ნახატებმა მუზეუმის მუდმივ კოლექციაში დაიდო ბინა. სწორედ ამ ნამუშევრით მიულოცეს პოპს დაბადების დღე.

კომენტარები

კომენტარი