ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

საქართველოს, როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის, კულტურული პროგრამა ჰამბურგში დაიწყო

ჰამბურგის ახლადგახსნილ საკონცერტო დარბაზში – ElbPhilharmonie, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, საერთაშორისო ფესტივალი „კავკასია“ დახურა, – ამის შესახებ პირველი არხი წერს.

ამ კონცერტით 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილი მუსიკალური პროგრამა გაიხსნა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გერმანიის სხვადასხვა ქალაქში იქნება წარმოდგენილი.

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში ქართული სიმფონიური ორკესტრი სრული შემადგენლობით პირველად წარდგა ევროპელი მსმენელის წინაშე.

სერგეი რახმანინოვის საფორტეპიანო კონცერტი გერმანიაში მოღვაწე ქართველმა პიანისტმა დუდანა მაზმანიშვილმა შეასრულა.

შესრულდა კომპოზიტორ გია ყანჩელის სიმფონია N5, გაიმართა ნიკოლოზ რაჭველის სიმფონიური თხზულების Silver Sun პრემიერა. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე გერმანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი