არქიტექტურა, არქეოლოგია ვიზუალური ხელოვნება

PostPravdaMagazine ქართველი ფოტოგრაფის, თათია ქინქლაძის შესახებ

PostPravdaMagazine ქართველი ფოტოგრაფის, თათია ქინქლაძის ფოტოებს აქვეყნებს. ფოტოები ეძღვნება, ერთი მხრივ,  თანამედროვე ქალაქების მოწყობას,  მეორე მხრივ კი, პოსტსაბჭოთა არქიტექტურას, ხოლო ამ ორი მკვეთრად განსხვავებული იერსახის თანაკვეთა არის ის, რაც თათიას ფოტოგრაფიის მთავარ ღირსებას წარმოადგენს.

“ჩემი ინტერესი ურბანული ფოტოგრაფიის მიმართ გააღვივა ჯეინ ჯეიკობსის შთამაგონებელმა წიგნმა “დიადი ამერიკული ქალაქების გარდაცვალება და სიცოცხლე” და იმის გააზრებამ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ გარემოში, რომელშიც დღემუდამ იზრდება სოციალური გაუცხოება.

წინა წლის განმავლობაში მე საკუთარი თავის შეცნობის პროცესში ვიყავი და ამ დროს ფოტოგრაფია გახდა ჩემი თავისუფალი სივრცე, რომლითაც სამყაროს სხვადასხვა პერსპექტივიდან აღქმა შემიძლია.” – თათია ქინქლაძე.

 

კომენტარები

კომენტარი