შემოქმედებითი ინდუსტრიები

თბილისი საერთაშორისო საბალეტო ფესტივალს უმასპინძლებს

21 ივნისიდან 2 ივლისამდე თბილისი საერთაშორისო საბალეტო ფესტივალს უმასპინძლებს. პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი იქნება.

საერთაშორისო საბალეტო ფესტივალის ფარგლებში  სპექტაკლები თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება. ფესტივალი ანა კრეინის „ლაურენსიას“ პრემიერით გაიხსნება. ვახტანგ ჭაბუკიანის ცნობილი ბალეტის ახალი ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის.

საბალეტო ფესტივალის მთავარი მოვლენა ნიდერლანდების ცეკვის თეატრის გამოსვლა იქნება. თბილისში ეს ამ დასის პირველი გასტროლია.

კომენტარები

კომენტარი