არქიტექტურა, არქეოლოგია საშემსრულებლო ხელოვნება

მიტოვებული ადგილები, სადაც რეივი დაუვიწყარი იქნებოდა

ერთი შეხედვით, რა საერთო უნდა ჰქონდეს ტოტალიტარულ სივრცეებს, ქარხნებს, მიტოვებულ ადგილებს და ელექტრონულ მუსიკას, რომელიც გათავისუფლების წინაპირობაა, მაგრამ ევროპულ ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში, ქარხნების, სხვადასხვა ადგილისა და მუსიკის ურთიერთობა უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა.

“არტნიუსი” გთავაზობთ მიტოვებულ ადგილებს, სადაც რეივი დაუვიწყარი იქნებოდა

ბელგია, ჩარლეროი, ელექტრო სადგურის გამაგრილებელი კოშკი

Image result for IM Power Station Cooling Tower — Charleroi, Belgium

ელ. სადგური 1921 წელს აშენდა, ბელგიის ერთ-ერთი სოფლის, მონაკეუ-სურ-სამბრეს მახლობლად, ხოლო 2007 წლიდან მან ფუნქციონირება შეწყვიტა დიდი რაოდენობით CO2-ის გამოყოფის გამო. დღესდღეობით იგი მიტოვებულია. წარმოიდგინეთ როგორი უზარმაზარი წვეულება ამ კოშკში, სადაც გასაოცარი აკუსტიკაა.

ბულგარეთი, კრანი, ბუნზლუჯას მონუმენტი

ბუნზლუჯა ოფიციალურად ცნობილია, როგორც ბულგარეთის კომუნისტური პარტიის ოფისი, მისი მშენებლობა 1974 წელს დაიწყო და 1981 წელს დასრულდა, ხოლო ფუნქციონირება საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე შეწყვიტა. ადგილობრივებმა შენობა წარსულში დატოვეს, ისევე, როგორც მაშინდელი ცხოვრების სტილი, ამიტომაც ის დღესდღეობით მნახველების ნაკლებობას განიცდის.

აშშ. ნიუ-იორკი, ქალაქის მეტროს სადგური

1904 წელს მანჰეტენში აშენებული მეტროს სადგური, არა მხოლოდ რეივისთვის, არამედ დასათვალიერებლადაც შესანიშნავი ადგილია, თავისი გასაოცარი ვიზუალის გამო. სადგურმა ფუნქციონირება 1945 წელს შეწყვიტა და მას შემდეგ ძალიან ცოტა ადამიანი იმყოფებოდა იქ.

ჩინეთი, ჰონგ კონგი, სკოლა Tak Tak

1974 წელს აშენებული სკოლა Tak Tak წარმატებით ფუნქციონირებდა 1998 წლამდე, როდესაც ის დახურეს. დახურვის დღიდან ამ ადგილზე ადგილობრივები პარანორმალურ ამბებს ჰყვებიან. მუშაობის წლებში, სკოლაში არც ერთი ინციდენტი არ მომხდარა.

კომენტარები

კომენტარი