არტ მენეჯმენტი სტილი, დიზაინი

უარყოფს თუ არა დემნა გვასალია “Vetements-ის” კრიზისს?

დემნა გვასალიას ბრენდი Vetements, რომელიც ბოლო წლებია მოდის სამყაროს ეპიცენტრშია, ინტერნეტჟურნალი Highsnobiety-ს თქმით, კრიზისშია.

ეს ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და ძმები გვასალიების ირგვლივ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ჟურნალს ოფიციალური სტატისტიკა არ ჰქონია, ისინი ამბობენ, რომ ინფორმაცია ანონიმური წყაროებიდან აქვთ. ეს წყაროები შეიძლება იყვნენ კომპანიის ყოფილი ინტერნები, ან მაღაზიის ყოფილი მენეჯერები, თუმცა რამდენად დამაჯერებელია ასეთი სახით მიღებული ინფორმაცია ამაზე დიდი აზრთა სხვადასხვაობაა ინტერნეტსივრცეში.

თავად დემნა გვასალია ასეთ პოსტს აქვეყნებს:

“Vetements მხარს არ უჭერს ისეთ ჟურნალებს, რომლებიც ჭორებზე აგებენ თავიანთ სტატიებს. დღეს ჩემი გუნდი უძლიერესია მათ შორის, რაც აქამდე ყოფილა. ჩემი პასუხისმგებლობა და ჩართულობა კომპანიის საქმიანობაში უცვლელი რჩება პირველივე დღიდან. მე ყოველთვის ვიყავი Vetements-ის სათავეში. ჩემი მთავარი ინტერესია, იყო და ყოველთვის იქნება, პროდუქტი და მომხმარებელი, რომელიც მას იყენებს. მოდა არ დგას ჭორებსა და ფსევდოჟურნალისტიკაზე, მოდა დგას ტანსაცმელზე და ასეა Vetements-იც.”

არსებობს ლოგიკური მოსაზრება, რომ ძმებმა გვასალიებმა, ჟურნალთან შეთანხმებით, თავადვე ააგორეს ეს კამპანია, კომპანიის ირგვლივ ინტერესის ხელახლა გასაღვივებლად, – ამაზე მოდის კრიტიკოსები საუბრობენ.

ამ ფაქტს უკავშირებენ მოდაში ედი სლიმანის, ჰაიპის ღმერთის დაბრუნებას. თითქოს ძმებს სურდათ მის დაბრუნებასთან დაკავშირებული ინტერესი გადაეფარათ საზოგადოებაში. ამას ემატება ისიც, რომ კომპანია ძალიან მალე გამოეხმაურა ამ ამბავს. კრიტიკოსების თქმით, ისინი მომზადებულნი იყვნენ, ანუ წინასწარ ფლობდნენ ინფორმაციას, რომ ასეთი სიტუაცია შეიქმნებოდა.

ყველაფრის მიუხედავად, ფაქტია, რომ დემნა და გურამ გვასალიების კომპანია ისევ მოვლენების ეპიცენტრშია.

 

კომენტარები

კომენტარი