არტ მენეჯმენტი კულტურა

ჟურნალი “დეკანტერი” ქართული ღვინისა და ქვევრის შესახებ წერს

ბრიტანელი ჟურნალისტი, რედაქტორი და ღვინის მწერალი ენდრიუ ჯეფორდი, ჟურნალ “დეკანტერის” ბოლო გამოცემაში, ქართული ქვევრისა და ღვინის შესახებ წერს:

“ტრადიციული ქვევრის ღვინო (მიწაში ჩამარხულ თიხის ჭურჭელში დამზადებული ღვინო) საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია, იმისდა მიუხედავად, რომ ის ქართული პროდუქციის მხოლოდ ხუთ პროცენტს წარმოადგენს. არსებობს როგორც წითელი, ისე “თეთრი” (მუქი ოქროსფერი ან ქარვისფერი)” ქვევრის ღვინო. ქვევრის წითელი ღვინოები დიდად არ განსხვავდება სხვა ჩვეულებრივად დაყენებული წითელი ღვინოებისგან, ქვევრის ქარვისფერი ღვინო კი ღვინის სრულიად განსხვავებული სპექტრია.

დაახლოებით ექვსი თვის მანძილზე ღვინო ყურძნის კანთან, ზოგჯერ კი ღეროებთან ერთად რჩება ქვევრში, შედეგად მდგრადი, დაბალმჟავიანი ღვინის ფანტასტიური სპექტრი იქმნება.

ასოციაცია “ქართული ღვინის” ორგანიზებით, 2017 წელს ჩატარდა “ქვევრის ღვინის საერთაშორისო ფესტივალი” და ეს ღონისძიება ამა წლის მაისშიც იგეგმება, რადგან მას დიდი საერთაშორისო დაინტერესება მოჰყვა.

ქართული ღვინის კიდევ ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ აქ არის 525 ადგილწარმოშობის ჯიში. აგრეთვე, მნიშვნელოვანია ამ ჯიშების რეგიონალური დიფერენციაცია. საქართველოში რვა განსხვავებული ღვინის რეგიონია (ქართლი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, გურა, სამეგრელო-ზემო სვანეთი და აჭარა). ამ რეგიონებში კახეთი დომინანტია პროდუქციის 80%-ით.
უნდა აღინიშნოს, რომ სულ უფრო მეტი ქართული ღვინის ეტიკეტირება ხდება” – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის ბოლოს, ავტორი ურჩევს ღვინის მოყვარულებს დააგემოვნონ უნიკალური და ხელმისაწვდომი ქართული ღვინოები “ვინ იტყვის უარს იმ ქვეყნის ღვინის დაგემოვნებაზე, რომელიც ღვინის სამშობლოა და რომელსაც 8- ათასწლიანი ღვინის ისტორია აქვს”.

თარგმანი: ღვინის ეროვნული სააგენტო

კომენტარები

კომენტარი