არქიტექტურა, არქეოლოგია შემოქმედებითი ინდუსტრიები

$2 მილიონიანი საზოგადოებრივი საპირფარეშო ნორვეგიაში

ნორვეგიაში გაიხსნა საზოგადოებრივი საპირფარეშო, რომლის აშენებაც 2 მილიონი დოლარი დაჯდა. ის მსოფლიოს უგრძელესი გზის პირად, ტურისტულ მარშუტში ერთიანდება.

შენობის სიძვირის მიზეზი საშენი მასალაა. ქვას, რომლითაც არის მოპირკეთებული ტუალეტი, „ნორვეგიულ ვარდს“ უწოდებენ. გასაოცარია ხედიც, რომელსაც ეს საპირფარეშო გადაყურებს.

აღსანიშნავია, რომ შენობა მთების კიდეში მდებარეობს და გარშემორტყმულია ულამაზესი ლანდშაფტით. პროექტზე, რაღა თქმა უნდა, ნორვეგიელი წამყვანი არქიტექტორები მუშაობდნენ.

ეს საპირფარეშო პირველ ადგილზეა იმ 50 საპირფარეშოს შორის, რომელშიც აუცილებლად უნდა მოისაქმო სანამ ცოცხალი ხარ.

კომენტარები

კომენტარი