კულტურა სტილი, დიზაინი

ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ტრანსგენდერი მოდელის ისტორია

მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელი, 23 წლის თედი ქვინლივანი, ტრანსგენდერად გახდომიდან რამდენიმე კვირის შემდეგ სექსუალურ ძალადობაზე ალაპარაკდა და “თანამონაწილეთა ინდუსტრია” მსხვერპლების დადუმებაში დაადანაშაულა.

ოფიციალურად, თედის ძალიან ბევრ წარმატებულ ფირმებთან უმუშავია, მაგალითად, როგორებიც არიან Gucci, Marc Jacobs, Carolina Herrera, Diane von Furstenberg, Miu Miu და Louis Vuitton. შეიძლება იფიქროთ, რომ მოდელს საოცნებო კარიერა აქვს, მაგრამ, რეალურად, მას უამრავი პრობლემა ექმნება სისტემური ბრალდებების გამო.

ერთ-ერთი ინტერვიუს ჩაწერისას, თედიმ განაცხადა, რომ მას ხშირად აყენებენ სექსუალურ შეურაცხყოფას გადაღებების დროს.

“სექსუალურ შეურაცხყოფას მაყენებენ სამსახურში, ქუჩაში, თანამშრომლები და ისინიც კი, ვისთან ერთადაც პაემანზე მივდივარ. ძალიან ხშირია შეურაცხყოფები გადაღებების დროს, მაგრამ მოგვიანებით ამის ამსახველ კადრებს ჭრიან, რადგან ეს “კრეატიულობის ინდუსტრიაა”. იმის გამო, რომ ჩვენ კრეატიულები და სექსუალურად თავისუფლები ვართ, სხვების შეურაცხყოფა ვერაფერს დაგვაკლებს. მოდელებმა უნდა გაიხადონ კიდეც ტანსაცმელი და აიტანონ სხვისი შეხებაც, ჩვენ ხომ ამაზე ხელიც კი მოვაწერეთ, მაგრამ დიდი განსხვავებაა შემთხვევით ან პროფესიული მიზნებით შეხებასა და განზრახ შეხებას შორის. ძალიან უსიამოვნოა, როდესაც ფოტოსესიის დროს ვიღაც ჩემს საცვალში ძვრება.” – განაცხადა თედიმ.

წარმატებულმა მოდელმა, აგრეთვე, მოდის ინდუსტრია მოწმეების გაჩუმებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ეს იდეალური ადგილია სექსუალური შევიწროებისთვის, რადგან იქ ხალხი ერთმანეთს აფარებს ხელს და არავინ არავის არ ამხელს.

თედისთვის ყველაზე რთული საკითხი კი მაინც კონფლიქტი აღმოჩნდა. მისი თქმით, ამ სფეროში კონფლიქტი უბრალოდ სამსახურის დაკარგვის ტოლფასია. მოდელმა ეს ყველაფერი ან უნდა აიტანოს ან სამსახურს დაემშვიდობება.

ალბათ, ყველა დაინტერესდით, თუ რატომ დაიწყო თედიმ ამ ყველაფრის გასაჯაროება, თუ იგი სამსახურს დაკარგავდა. ამ კითხვაზე მან შემდეგნაირად უპასუხა: “ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ მე აღარ მინდა ეს ყველაფერი ისევ ხდებოდეს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ სექსუალური შევიწროება და დამცირება. ეს საზიზღარი და მიუღებელი საკითხებია, ხოლო თუ ჩვენ გვინდა ამ ყველაფრის გამოსწორება, მაშინ მოგვიწევს კულტურის შეცვლა. ჩვენ ვიმსახურებთ უკეთესს!”

Complicit: The catwalk queen who has walked for the likes of Gucci and Marc Jacobs said the industry is complicit because it tries to silence models from speaking out about abuse

Hush hush: For a long time, no one in the industry knew her secret but she is now committed to revealing details about the abuse she suffered to help others 

Transition: Teddy only came out as transgender during NYFW in September but said she'd felt female from a young age and started taking hormones at age 17

Wow: The stunning model first came out to some people at her agency, who were surprised

 

კომენტარები

კომენტარი