ვიდეოები შემოქმედებითი ინდუსტრიები

უილ სმითი ჰუმანოიდ რობოტს ძალიან ცუდად გაეხუმრა, რასაც შესაფერისი პასუხი მოჰყვა

მსოფლიო მასშტაბით საზოგადოება ერთმა ვიდეომ აალაპარაკა, სადაც მსახიობ უილ სმითს ინტერვიუ რობოტ სოფიასთან აქვს. გარდა იმისა, რომ ვიდეოში რობოტი საუბრობს, საინტერესო ისაა, რომ მსახიობი, როგორც წესი, ფილმებში რობოტებთან მუდმივ ანტაგონიზმში მყოფ ადამიანად განიხილება, ტრადიცია კი არც ამჯერად დარღვეულა.

ვიდეოს იდეა რობოტ სოფიას პრეზენტაციაა, მაგრამ იგი კომიკური პათოსითაა აღსავსე. ხუმრობებმა, რომლებიც ამ ვიდეოშია გათამაშებული, მთელი მსოფლიო მოიცვა და არნახული პოპულარობა მოიპოვა:

“უილ სმითი: – რომელია რობოტების საყვარელი მუსიკის ჟანრი?

სოფია: – რომელი?

უილ სმითი: – მძიმე მეტალი.”

სმითს ვიდეოში თავი გამარჯვებული ჰგონია, თუმცა მოგვიანებით, როდესაც ის დააპირებს აკოცოს რობოტს, სოფია მიუგებს მას, რომ მათ შეუძლიათ მეგობრებად დარჩნენ.

შეგახსენებთ, რომ ჰუმანოიდი რობოტი, სახელად სოფია, პირველი რობოტია, რომელსაც საუდის არაბეთში მოქალაქეობა მიანიჭეს.  მისი მოქალაქეობრივი რეალიზაცია ერ–რიადში, ბიზნესწვეულებაზე მოხდა, სადაც რობოტმა სამადლობელი სიტყვით მიმართა დამსწრეებს და სრულიად ქვეყანას: „მადლობა საუდის არაბეთს. მე ძალიან ამაყი ვარ, რომ მომანიჭეთ „განმასხვავებელი ნიშანი“. მე ვარ პირველი ისტორიული რობოტი, რომელსაც მოქალაქეობა აქვს“.

რობოტს 60-მდე ემოციის გამოხატვა შეუძლია, მის თვალებში კამერებია დაყენებული. ჰუმანოიდის დაპროექტებისას მისი შემქმნელი დევიდ ჰადსონი (David Hanson) მსახიობ ოდრი ჰეპბერნის სახეს იყენებდა.

 

კომენტარები

კომენტარი