კულტურა

ანიტა რაჭველიშვილი განცხადებას ავრცელებს

მუსიკოსი ანიტა რაჭველიშვილი  რუსეთში, კრემლში გალა-კონცერტში მონაწილეობაზე უარს აცხადებს და  ამის შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

“რაოდენ მნიშვნელოვანი მოვლენაც არ უნდა იყოს, რაოდენ დიდი თანხაც არ უნდა შემომთავაზონ არასდროს არ დავდგამ ფეხს რუსეთის ტერიტორიაზე სანამ ჩვენი ქვეყნის კუთვნილ ტერიტორიებს არ დაგვიბრუნებენ და თავს არ დაგვანებებენ!”

ანიტა რაჭველიშვილი, ასევე, წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ორჯერ იმყოფებოდა რუსეთში, რის გამოც ბოდიშს უხდის საქართველოსა და ყველა პატრიოტს. მისივე მტკიცებით, შეცდომას მეორედ აღარ დაუშვებს.

“მაპატიეთ შეიძლება ჩემი პირადი აზრია,მაგრამ არ მესმის იმათი ვინც იქ დადის და პერფორმანსებს მართავს დღემდე! ერთად უნდა დავდგეთ და რეალურად შევხედოთ სიტუაციას!” – წერს ანიტა რაჭველიშვილი.

ანიტა რაჭველიშვილს 2009 წლის 7 დეკემბერს დიდი წარმატება მოუტანა ლა სკალას სეზონის გახსნაზე შესრულებულმა მთავარმა როლმა ოპერა კარმენში. ამის შემდეგ რაჭველიშვილმა კარმენის პარტია ისეთი ოპერის სცენებზე შეასრულა, როგორებიცაა – მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი, ბერლინის Deutsche Opera, ბავარიის სახელმწიფო ოპერა, ბერლინის სახელმწიფო ოპერა, სიეტლის ოპერა, სან-ფრანცისკოს ოპერის თეატრი, ტურინის Teatro Regio, კანადის ოპერის თეატრი, Arena di Verona და სხვა.

2011 წლის შემოდგომაზე ანიტას დებიუტი შედგა ნიუ-იორკის ოპერა კარნეგი ჰოლში. ანიტას ასევე ჰყავს საკუთარი ჯაზ-ბენდი, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი