ლიტერატურა

იულია კრისტევას ჯაშუშობა დაუმტკიცეს

ბულგარეთის კომისიის ბრალდების მიხედვით, ცნობილი ბულგარელი ფსიქოანალიტიკოსი და ფილოსოფოსი იულია კრისტევა კომუნისტების დროს ბალკანეთში საიდუმლო ორგანიზაციებისთვის მუშაობდა, – ამის შესახებ Guardian-ი წერს

76 წლის ჯულია 30-ზე მეტი წიგნის ავტორია და მას უთანამშრომლია ისეთ ინტელიგენციასთან, როგორებიც არიან როლან ბარტი, ჟაკ ლაკანი და ა.შ.

ბრალდებაში, ასევე, ნათქვამია, რომ მან საიდუმლო ორგანიზაციაში მოღვაწეობა 1971 წელს დაიწყო, მაგრამ დოკუმენტში არ არის ნახსენები ის, თუ რამდენ ხანს მუშაობდა იულია იქ, ან იღებდა თუ არა იგი ხელფასს.

კრისტევა 1965 წელს პარიზში გადავიდა და სწავლა დაიწყო. იგი დღემდე საფრანგეთის დედაქალაქში ცხოვრობს.

იულიას საიდუმლო კარიერის ზენიტში ყოფნის დროს, ბულგარეთის სახელმწიფო უსაფრთხოებაში, რომელიც საბჭოთა KGB-სთან მჭიდროდ თანამშრომლობდა, დაახლოებით, 100 000 აგენტი მუშაობდა. ეს სამსახური 1989 წელს დაიხურა.

იულია კრისტევა, ამჟამად, პარიზის უნივერსიტეტის პროფესორია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პროფესორს ამ თემასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი