ლიტერატურა

თბილისის მესამე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იწყება

29 მაისიდან 3 ივნისამდე თბილისი საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს მასპინძლობს. მწერალთა სახლში ფესტივალის გახსნისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა.

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში, 17 ქვეყნის 24-მდე ავტორი ჩამოვა, გაიმართება პოეზიის საღამოები, საჯარო ლექციები, წიგნების პრეზენტაციები.

ფესტივალი ოფიციალურად დღეს საღამოს 18:00 საათზე გაიხსნება. ღონისძიება მწერალთა სახლის ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით უკვე მესამედ ტარდება.

კომენტარები

კომენტარი