ვიზუალური ხელოვნება

როგორ იყინება მსოფლიოში ყველაზე ღრმა ტბა? (ფოტოები)

მსოფლიოში ყველაზე ღრმა ტბა, რომელიც ბაიკალის სახელით არის ცნობილი, რუსეთში მდებარეობს. უკიდურესად ცივი კლიმატური პირობების გამო, ტბა წელიწადის უმეტეს დროს გაყინულია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბაიკალი არა მხოლოდ ყველაზე ღრმა, არამედ ყველაზე სუფთა ტბაცაა მსოფლიოს მასშტაბით.

იმის გამო, რომ ტბის გაყინვა დიდ ხანს გრძელდება, წყლიდან ამომავალი ჟანგბადისა და მეთანის ბუშტები გზაში იყინება, რაც თვალწარმტაც სამ განზომილებიან სანახაობას ქმნის.

აგრეთვე, ყინულის შიგნით წარმოიქმნება ბზარები, რაც გამოწვეულია იმით, რომ წყალი განუწყვეტლივ იყინება.

როდესაც ზედა ფენას ყინული დაფარავს, შემდეგ იწყება წყლის სიღრმეში გაყინვა, რაც მოცულობის ცვლილებას იწვევს და შემდეგ იბზარება. მიუხედავად დიდი ბზარებისა, ყინული ძალიან სქელია და უძლებს ნებისმიერ დატვირთვას.

ტბა ძალიან პოპულარულია ტურისტებშიც.

“არტნიუსი” გთავაზობთ ფოტოებს ულამაზესი გაყინული ტბიდან:

Lake-Baikal-Siberia-Kristina-Makeeva

Lake-Baikal-Siberia-Kristina-Makeeva

Lake-Baikal-Siberia-Kristina-Makeeva

Lake-Baikal-Siberia-Kristina-Makeeva

Lake-Baikal-Siberia-Kristina-Makeeva

Lake-Baikal-Siberia-Kristina-Makeeva

Lake-Baikal-Siberia-Kristina-Makeeva

Lake-Baikal-Siberia-Kristina-Makeeva

Lake-Baikal-Siberia-Kristina-Makeeva

Lake-Baikal-Siberia-Kristina-Makeeva

კომენტარები

კომენტარი