ბლოგი კინო

10 საუკეთესო სააღდგომო ფილმი

“დაივიწყეთ კვერცხებზე ნადირობა, ნაომარი კვერცხები, შოკოლადის ბაჭიები კვერცხებთან ერთად, კვერცხების ჯახის პროპაგანდა ცოტახნით. ეს დღე არის ჯვარცმული ტიპის, ვინც მესამე დღეს გაიღვიძა, ქვა გადაწია, დაემშვიდობა სიძულვილს და სამოთხის კარი გახსნა” – ასე იწყება გამოცემა Vice-ს სტატია, რომელშიც ავტორები გვთავაზობენ 10 საუკეთესო სააღდგომო ფილმს, იესო ქრისტეს შესახებ.

აღსანიშნავია, რომ სიაში არ შედის მხოლოდ ისეთი ფილმები, რომლებშიც უშუალოდ ქრისტე ფიგურირებს, არამედ ისეთებიც, რომლებიც, კრიტიკოსების თქმით, ამავე თემატიკაზეა აგებული.

ამიტომაც, არაა გასაკვირი, რომ პირველ ადგილზე გავიდა ფილმი, სახელად “მატრიცა”. ფილმში მთავარი გმირი, ნეო, ავტორების აზრით, იესო ქრისტეს განასახიერებს.

“არტნიუსი” გთავაზობთ ფილმების სიას:

The Matrix

ნეო, ფილმის მთავარი პერსონაჟი, ფიქრობს, რომ მის კითხვაზე “რა არის მატრიცა” პასუხი აქვს მორფეუსს, სამყაროში ყველაზე საშიშ ადამიანს. ნეოს დაუკავშირდება თრინითი (სამება), რომელიც მას მორფეუსთან მისვლაში დაეხმარება. ისინი საკუთარ სიცოცხლეს სასწორზე დებენ და საიდუმლო აგენტებს ეომებიან. საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ ნეოს სიცოცხლეზე უფრო მნიშვნელოვანი საფასურის გადახდა უწევს.

 Batman v Superman: Dawn of Justice

ორი წელია გასული მას შემდეგ, რაც სუპერმენის კოლოსალურმა ბრძოლამ გენერალ ზოდთან მეტროპოლისის ქალაქი გაანადგურა. უამრავი ადამიანის დაღუპვამ და სხვა დამატებითმა ზიანმა, რომელიც ადამიანებს მიადგა ბევრი დატოვა გაბრაზებული და უიმედო, მათ შორის, კრიმინალთან მებრძოლი მილიარდელი ბრიუს ვეინი. ბეტმენი დარწმუნებულია, რომ სუპერმენი ახლა კაცობრიობისთვის საფრთხეს წარმოადგენს და გადაწყვეტს წერტილი დაუსვას მის ბატონობასა და დიდებას დედამიწაზე. ამ ორთაბრძოლის დროს ცბიერი/მზაკვარი/ვერაგი ლექს ლუტორს მოქმედებაში მოჰყავს თავისი გეგმა კაცობრის წინააღმდეგ მიმართული.

Silence

მეჩვიდმეტე საუკუნეში ორი პორტუგალიელი მისიონერი, მამა სებასტიან როდრიგესი და მამა ფრანცისკო გარუპე მიემართებიან მისიონერულ მოგზაურობით იაპონიაში, რომ იპოვონ მათი დაკარგული მენტორი. მოგზაურობის დროს ისინი მალულად დაიწყებენ ქრისტიანობის გავრცელებას იაპონიის სოფლებში. ეს ამბავი რომ მიწების ბატონებმა ან მმართველმა სამურაებმა გაიგონ, ღვთისმსახურებს მტკივნეული და მტანჯველი სიკვდილი არ ასცდებათ.

The Prince of Egypt

ეს მულტფილმი არის შექმნილი წიგნ „ექსოდუსის“ მიხედვით. ეგვიპტის პრინცი მოსე აღმოაჩენს, რომ ის წარმომავლობით ებრაელი მონაა და გადაწყვეტს, გაათავისუფლოს თავისი ხალხი მონობისგან. მას დაუპირისპირდება ძმა რამსესი, რომელიც სამეფო გვარის მატარებელია. ძმათა შორის ბრძოლა დასრულდება მაშინ, როცა მოსე წითელ ზღვას ორად გაყოფს და ებრაელებს თავისუფლებას მოუტანს.

The Last Temptation of Christ

იესო ნაზარეველის უკანასკნელი დღეები. ფილმმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ასახავს იესო ქრისტეს ცხოვრებას და გადაღებულია არა სახარების, არამედ ნიკოს კაზანზაკის რომანის, “ქრისტეს უკანასკნელი ცდუნების” მიხედვით.

Kingdom of Heaven

ეს არის შუასაუკუნეები, ჯვაროსნული ლაშქრობების, ევროპასა და აღმოსავლეთს შორის 200 წლიანი ბრძოლების ხანა. მჭედელმა სახელად ბალიანი ოჯახიც დაკარგა და რწმენაც შეერყა. მას არაფერი აქვს საერთო რელიგიურ ომებთან შორეულ წმინდა მიწაზე მანამდე, სანამ იგი უზარმაზარი დრამის მონაწილე არ ხდება.

The Passion of the Christ

ქრისტეს წამების ამ ვერსიაში, რომელიც ახალი აღთქმის მიხედვითაა გადაღებული, იუდა აჩქარებს იესოს დაცემას, მისი გადაცემით რომის იმპერიის მოხელეებისთვის. ფილმში გაცოცხლებულია ქრისტეს ცხოვრების ბოლო 12 საათი, სადაც რეალისტურადაა ასახული მაცხოვრის წამების სცენები.

Hacksaw Ridge

აშშ-ს არმიის ექიმი მეორე მსოფლიო ომის დროს, უარს ამბობს ადამიანების მოკვლაზე. იგი პირველი არასამხედროა, რომელმაც ღირსების ორდენი მიიღო.

Jesus Camp

ბავშვები არიან ქარიზმატ-ქრისტიანების საზაფხულო ბანაკში, ეშმაკების ტბასთან ახლოს, დაკოტაში. ბანაკის ორგანიზატორების თქმით, ამ ბავშვებს შეუძლიათ ამერიკა ქრისტეს გზაზე დააბრუნონ.

The Ten Commandments

ფილმი მოგვითხრობს ბიბლიის ცნობილ პერსონაჟზე, მოსეზე, რომელსაც ღმერთმა მნიშვნელოვანი მისია დააკისრა.

 

კომენტარები

კომენტარი