ლიტერატურა

ედგარ ალან პო და ბნელი რომანტიზმი

თითქმის ყველა ეპოქაში გვხვდება ადამიანი, რომელიც დინების საწინააღმდეგოდ
ცურავს, არც ედგარ ალან პოა გამონაკლისი.
იგი გახლდათ რომანტიციზმის წარმომადგენელი, თუმცა ხშირად საკამათოა ეს
საკითხი, რადგან ბევრი ადამიანი მას მიაკუთვნებს გოთიკას, სწორედ ამ
სპეციფიკიდან გამომდინარე, მის შემოქმედებას ხშირად ბნელ რომანტიციზმსაც
უწოდებენ.

რომანტიციზმი თავის თავში მოიაზრებს ეპოქას, რომელიც დაიწყო
გერმანიაში და მთელ ევროპასა და რუსეთს მოედო, თითქმის ერთდროულად
შეცვალა მთელი ამერიკის ლიტერატურა.

პოს რომანტიციზმი, გარკვეულწილად, ენათესავება თავის თანამედროვეთა
შემოქმედებას, თუმცა თავისი გოთიკურობით მაინც დიდად განსხვავდება
მათგან. რა თქმა უნდა, ედგარის ნაწარმოებები მთლიანად არ არის
რომანტიცისტული, თუმცა იმ დეტალებით და ძირითადი მოტივით, რომლებსაც
ვხვდებით მის შემოქმედებაში იგი საკმაოდ ახლოსაა ამ ეპოქასთან. რომანტისტული
მოძრაობის მთავარი მახასიათებელი გახლავთ რაციოსა და ინტელექტის უკუგდება
და მათი ჩანაცვლება ინტუიციითა და ემოციით. თავის კრიტიკულ თეორიებსა და
შემოქმედებაში პო ხაზს უსვამს იმას, რომ დიდაქტიკურსა და ინტელექტუალურ
ელემენტებს არ უნდა ჰქონდეს ადგილი ხელოვნებაში.

ალანის აზრით, ხელოვნების მთავარი მისწრაფება უნდა იყოს ემოციებთან
გამკლავება, აქედან გამომდინარე მისთვის გენიალურია ხელოვნების ნიმუში,
რომელიც ეფექტს ახდენს ემოციებზე. პომ შეძლო შეექმნა ისეთ ნამუშევრები,
რომლებიც უბიძგებდნენ ადამიანს ეგრძნოთ მანამდე სანამ რაიმეს გაიაზრებდნენ.
ედგარ ალან პოს ყველაზე ინტელექტუალური გმირებიც კი, როგორიცაა, მაგალითად
დუპინი („მკვლელობა მორგის ქუჩაზე“) უფრო მეტად ეყრდნობა ინტუიციას, ვიდრე
რაციონალურობას. მაგალითად, ერთ-ერთი დანაშაულის დროს ის საკუთარ თავს
დააყენებს კრიმინალის ადგილას და ისე იღებს გადაწყვეტილებებს. პოს
ნაშრომებში, ძირითადად, გმირებში დომინირებს ემოცია.

ეს კარგად ხსნის გმირების შესამჩნევ მერყევ ხასიათს მის მოთხრობებში. როდერიკ
აშერის ემოციები არის დაძაბული (“აშერის სახლის დაცემა“); უსახელო მთხრობელი
და მისი ცოლი ლიგეა არსებობენ ემოციების სამყაროში („ლიგეა“); მთხრობელების
ხასიათი არ არის რაციონალური („გული გამთქმელი“ და „შავი კატა“); მონტრესორის
სიძულვილი აღემატება რაციონალურობას („კასრი ამონტილედო“). ასე, პოს
თხზულებების გმირები უნდა დავინახოთ და საუკეთესოდ შევძლებთ აღქმას,
გაგებას მისსავე ეპოქაში, რომანტიზმში.

როგორც წესი რომანტისტულ ნაწარმოებებში მოქმედება ხდება დაფარულ ან
გამოგონილ ადგილებში , ან წარსულ დროში. ამის მიზანია ის, რომ პოს
მკითხველები არასდროს არიან მიმართული იდეებისაკენ, არამედ ისინი
მოგზაურობენ სამყაროში, რომელშიც ისინი მთლიანად მოვლენებზე და
ატმოსფეროზე, რომლითაც ედგარი იყო შთაგონებული, კონცენტრირდებიან.
პოს სჯეროდა, რომ უმაღლესი ხელოვნება არსებობს სამყაროში, რომელიც
განსხვავდება ჩვენი რეალობისგან. და იმისთვის, რომ ეს სამყარო, გაურკვევლობა
და შეუზღუდავობა შეექმნა საჭირო იყო გაეუცხოებინა მკითხველი ყოველდღიური
სამყაროსთვის და ებიძგა იდეალურისა და მშვენიერისკენ (არა ლამაზის, არამედ
მშვენიერისკენ). პოს თხზულებებში ხშირად გვხვდება მოქმედება მდინარე რაინზე
აგებულ რომელიმე რომანტიულ სასახლეში, როგორც მაგალითად „აშერის სახლის
დაცემა“-ში ან სააბატოებში, როგორც არის „ლიგეი“-ში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,
პოს მკითხველი ვერ შეხვდება მის მოთხრობებში რაიმე ნაცნობ ადგილს აწმყო
დროში. ასევე ხშირად გვხვდება მოქმედება არა ამერიკაში, არამედ საფრანგეთში,
რაც რომანტისტულ სიშორეს აგრძნობინებს მკითხველს.
ხშირად გმირებს სახელებიც კი არ ჰქვიათ და ავტორი მხოლოდ გარეგნობის
აღწერით შემოიფარგლება. მაგალითად, მთხრობელმა „ლიგეი“-ში არც კი იცის
მთავარი გმირის გვარი და წარმომავლობა. „ჭა და ქანქარა“, ამ მოთხრობის სიდიადე
არა სახელებში, არამედ მკითხველის მგრძნობელობამდე მთხრობელის შიშების
მიტანა.

რომანტიკოსი მწერალი ხშირად გამხდარა ერთდროულად ქებისა და კიცხვის საგანი,
რადგან ასე მკაფიოდ უსვამდა ხაზს უცნაურობას, უჩვეულობასა და
არასტანდარტულობას. ჩვენ ვხვდებით რაღაც მოულოდნელს მათ შემოქმედებაში,
რომელიც თითქოს რომანტიზმის ტრადიციის მიღმა უნდა რჩებოდეს,ისეთი
მონსტრი პერსონაჟებით როგორებიც არიან ფრანკენშტეინი და გრაფი დრაკულა.
რომანტიკოსმა იგრძნო , რომ გავრცელებულობასა თუ ჩვეულებრივს ადგილი არ
ჰქონდა ხელოვნების სამფლობელოში. პომ თავი აარიდა ან მეტად არ მოსწონდა ის
ლიტერატურა , რომელიც ეხებოდა მაღალი საზოგადოების თემებს, ისეთ საკითხებს
, რომლებსაც შეიძებოდა შევხვედროდით ყოველდღიურ ცხოვრებაში. პოსთვის
ხედლოვნების მიზანი იყო ამოერჩია ისეთი საკითხები , რომლებიც შთაბეჭდილებას
მოახდენდა მკითხველზე და გაუმახვილებდა ყურადღებას იმ თემებზე, რომლებსაც
ვერ შეხვდებოდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამდენად მისი მოთხრობების
შინაარსი მეტნაკლებად უკავშირდება „ცოცხალი მკვდრების“ განხილვას, საზარელ
გამოცდილებებს, საშიშ ისტორიებს, რომლებიც ძალიან გააოცებდა მკითხველს და
წარმოადგენდა სიტუაციებს, რომლებსაც ისინი ვერასდროს წარმოიდგენდნენ.
მაშასადამე, პოს მოთხრობები , ერთი მხრივ , შეიძლება საგონებელში აგდებდეს
მკითხველს , რაც ხშირად გამოწვეულია მოულოდნელი დასასრულით ან მოულოდნელი
მოვლენით, მეორე მხრივ , არც თუ ისე დააბნებვს მკითხველს თუ გავიხსენებთ , რომ ის იყო

ჭეშმარიტი რომანტიკული პერიოდის ნაწილი. მანამ , სანამ მისი მოთხრობები იკითხება ,
როგორც „ამბები“ , მათ შეიძლება მიიღონ უფრო ღრმა , დიდი მნიშვნელობა , როგორც
საუცხოო წარმომადგენლებმა რომანტიზმისეული ტრადიციისა.

კომენტარები

კომენტარი