კულტურა

საქართველოს ჩეხეთის საზოგადოებრივი არხის გადამღები ჯგუფი ეწვია

ალბათ, აღარც გაგიკვირდებათ თუ გაიგებთ, რომ საქართველო კიდევ ერთხელ მოხვდა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. ამჯერად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს ჩეხეთის საზოგადოებრივი არხის გადამღები ჯგუფი ეწვია.

გადაცემა „Objectiv”-ის ჟურნალისტები ვრცელ რეპორტაჟებს მოგზაურობასა და კულტურის შესახებ ამზადებენ. სატელევიზო პროგრამას მილიონამდე მაყურებელი ჰყავს.

ჩეხი ჟურნალიტები საქართველოში პილიგრიმული ტურიზმის შესახებ 3 სერიას მოამზადებენ, ამ მიზნით 4 კაციანი გადამღები ჯგუფის წევრებმა საქართველოს სხვადახვა რეგიონში იმოგზაურეს. მათ მოინახულეს ყაზბეგი, მცხეთა, იმერეთი, სამეგრელო, სვანეთი. თბილისში, განახლებულ აღმაშენებლის პროსპექტზე ჩეხ ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა.

 

კომენტარები

კომენტარი