შემოქმედებითი ინდუსტრიები

საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ვარშავის ეროვნულ მუზეუმს შორის მემორანდუმი გაფორმდება

საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ხვალ საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ვარშავის ეროვნულ მუზეუმს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება თანამშრომლობა მუზეუმის განვითარების საკითხებში, ერთობლივი გამოფენების ორგანიზება თბილისსა და ვარშავაში, კოლაბორაცია მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებში. მემორანდუმის თანახმად, ასევე იგეგმება სამეცნიერო კონფერენციების, ლექციების, სემინარების და საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივად ორგანიზება და გაცვლითი პროგრამები მუზეუმის თანამშრომლებისთვის. მემორანდუმს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და ვარშავის ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე პიოტრ რიფსონი მოაწერენ ხელს.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ვარშავის უნივერსიტეტთან და პოლონეთის სხვა სამეცნიერო ინსტიტუციებთან აქტიურად თანამშრომლობს.

კომენტარები

კომენტარი