კულტურა ლიტერატურა

კომპანია “გალფი”  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ერთობლივ პროექტ „წიგნიერს“ იწყებს.

კომპანია “გალფ|  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ერთობლივ პროექტ „წიგნიერს“ იწყებს.

პროექტის ფარგლებში გალფის ბენზინგასამართი სადგურების ქსელში რეგიონების სკოლებისა და ბიბლიოთეკებისთვის წიგნები შეგროვდება. გალფი ასევე საწვავით მოამარაგებს მაღალმთიან სკოლებს, სადაც მოსწავლეებისა და პედაგოგების ტრანსპორტირების პრობლემაა.

როგორც გალფის წარმომადგენელი აღნიშნავს, ბენზინგასამართ სადგურებზე გაიხსნება პუნტქები, სადაც მსურველები წიგნებს მიიტანენ.

“გაფორმდა მნიშველოვანი ხელშეკრულება გალფსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს სკოლების ახალი წიგნებით მომარაგებას. ჩვენ ყველგან მივალთ, თუმცა, ბუნებრივია, რომ გვაქვს გარკვეული პრიორიტეტები, მაგრამ, ამავდროულად, გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ მოვიაროთ ყველა სოფელი, სადაც არის სკოლა და სადაც არის საშუალება იმისა, რომ პატარა ბიბლიოთეკა მოვაწყოთ” – განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

კომენტარები

კომენტარი