ვიზუალური ხელოვნება

მხატვარ ნოდარ ლორთქიფანიძის გამოფენა – ,,ჩემი ცრემლები მუდამ იცინის…” გაიმართება

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში ხვალ მხატვარ ნოდარ ლორთქიფანიძის ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით – ,,ჩემი ცრემლები მუდამ იცინის…” გაიმართება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ნოდარ ლორთქიფანიძის (1970-1997) 60 გრაფიკული ნამუშევარი და 20 ქანდაკება, რომელთა მხატვრულ სტილს აერთიანებს სივრცისა და დროის აღქმის გამორჩეული განცდა.

ნოდარ ლორთქიფანიძის მიერ შექმნილ გრაფიკასა და სკულპტურას შორის უხილავი კავშირი სხვადასხვა დროით განზომილებაზე მიუთითებს. მანძილისა და პირობითი საზღვრების შეგრძნება ყოველ მათგანში ზოგადი, ემპირიული აზროვნების მაჩვენებელია.

მხატვრის თვითმყოფადი, ნაყოფიერი მხატვრული მემკვიდრეობა დღეს გაოცებას იწვევს თავისი დახვეწილი, მრავალაზროვანი ფორმითა და შინაარსით. მისი შემოქმედება გაჯერებულია ექსპრესიით, სამყაროს ფასეულობათა ფილოსოფიური ხედვითა და თემატური მრავალფეროვნებით. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ნოდარ ლორთქიფანიძის შემოქმედების ამსახველი კატალოგი. გამოფენა 2017 წლის 10 ივნისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი