ვიდეოები

14 მილიარდი წელი ერთ ვიდეოში

ტელეარხმა Melodysheep სამყაროს ისტორია ერთ მოკლე ვიდეოში ჩატია. ვიდეოში სამყაროს ისტორია 13,8 მილიარდი წლის წინ, დიდ აფეთქებასთან ერთად იწყება.

10 წუთიან ვიდეორგოლში ნაჩვენებია, როგორი მცირეა ჩვენი პლანეტა და კაცობრიობა კოსმოსთან შედარებით.

ყველა მონაცემი, რომელიც ვიდეოს შექმნელებმა გამოიყენეს, აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულ სამმართველოს (NASA) ეკუთვნის ან აღებულია პროექტებიდან – Voyage of Time, Cosmic Voyage და Wonders of the Univers.

ვიდეოზე დრო შემცირებულია 22 მილიონი წელიწადი წამში მასშტაბამდე. მის ავტორებს იმედი აქვთ, რომ ეს 10 წუთიანი თაიმლაფსი ადამიანებს მხოლოდ ესთეტიკურ სიამოვნებას კი არ მიანიჭებს, არამედ ცნოდნის მოპოვებისკენ უბიძგებს მათ.

წყარო: agora.ge

კომენტარები

კომენტარი