კულტურა

რუსთავის თეატრის დამდგმელი რეჟისორი თანამდებობიდან გაათავისუფლებს, იგი ამ ფაქტის სასამართლო დარბაზში განხილვას აპირებს

რუსთავის თეატრის დამდგმელი რეჟისორი, გურამ ბრეგაძე თანამდებობიდან ოფიციალურად გაათავისუფლეს. “იმედინიუსის” ცნობით, ამ ფაქტს რუსთავის თეატრშიც ადასტურებენ.

გიგა ლორთქიფანიძის საელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში განმარტავენ, რომ გურამ ბრეგაძის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი მისი მხრიდან შინაგანაწესის (არაერთხელ) დარღვევა გახდა.

ბრეგაძის განცხადებით, იგი თეატრის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს.

„ძალიან დიდ სკანდალს ავტეხავ იმიტომ, რომ უსამართლოდ მომექცნენ, თეატრის მენეჯერმა სოსო ნემსაძემ თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა. ის პირად საუბრებში მეუბნებოდა, რომ მე ქალაქის ხელმძღვანელობამ გამიშვა დაკავებული თანამდებობიდან, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ქალაქის ხელმძღვანელობა არაფერ შუაშია. თუმცა ისრები რუსთავის მერისკენ მიდიოდა და ამას სოსო ნემსაძე ცდილობდა. ირაკლი ტაბაღუა მენეჯერის საქმიანობაში ვერ ჩაერევა და ეს მე კარგად ვიცი. თეატრის შინაგანაწესი არ დამირღვევია და რაც დაიწერა დოკუმენტში, ყველაფერი ტყუილია. ჩემი თეატრიდან გაშვების სამართლებრივი უფლება არ ქონდათ და ამიტომ ვაპირებ დავას სასამართლოს გზით. მოვითხოვ სამსახურში აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. 8 პიესა მაქვს დაწერილი და ფული არ აქვთ ჩარიცხული, დაახლოებით 20 000 ლარზეა ლაპარაკი. რაც შეეხება ჩემს სპექტაკლებს, რომლებიც დავდგი რუსთავის თეატრში გაჩერდება და რეპერტუარში ვერ ჩასვავენ, არ დავუშვებ, რომ მასე დამამცირონ, თუ გურამ ბრეგაძე არაა საჭირო თეატრში მაშინ არც მისი სპექტაკლებია საჭირო. ბევრი რამ გავაკეთე რუსთავის თეატრისთვის და გეტყვით, რომ ამ ამბავს გადაჰყვება სოსო ნემსაძე და ის დატოვებს თანამდებობას“ – განაცხადა გურამ ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი