არქიტექტურა, არქეოლოგია კულტურა

ბრილში სამონასტრო კომლექსს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

2017 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ბრილში მცირე სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.

შესრულებული სამუშაოების შედეგად ძეგლის მიმდებარე ტერიტორია გაიწმინდა ეკალ-ბარდებისგან,მოიჭრა მიწა არქეოლოგის ზედამხედველობით,მოეწყო სამხრეთ-აღმოსავლეთის გალავნის შიდა და გარე საპირე წყობები კირის დუღაბზე შერჩეული ნატეხი ქვით,მოეწყო ყორებეტონის შემავსებელი საპირე წყობებს შორის,მოეწყო კარიბჭის გვერდითი კედლის წყბები კირის დუღაბზე,მოეწყო გალავნის კედლის დამცავი კედელი კრამიტის ბურულით კირის დუღაბზე,გაილესა გამოქარული კედლები კირის დუღაბით.

 

კომენტარები

კომენტარი