საშემსრულებლო ხელოვნება

ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ფრანკფურტის საკონცერტო დარბაზში დაუკრავს

სცენარისტი თეონა ჯორბენაძის განცხადებითა და imedinews.ge-ს ცნობით, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, 2 აპრილს საერთაშორისო ფესტივალს, “კავკასია”, ჰამბურგის ახლადგახსნილ საკონცერტო დარბაზში, “ElbPhilharmonie”, დახურავს.

კონცერტის სოლისტი იქნება ქართველი პიანისტი, დუდანა მაზმანიშვილი, რომელიც გერმანიაში მოღვაწეობს.

“შესრულდება გია ყანჩელის სიმფონია N5 და Warzone, სერგეი რახმანინოვის საფორტეპიანო კონცერტი N2, ასევე გაიმართება ნიკოლოზ რაჭველის სიმფონიური თხზულების The Silver Sun პრემიერა. პროექტის თანაორგანიზატორია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.” – აცხადებს imedinews.ge.

იმავე დღეს ჰამბურგის საკონცერტო დარბაზში ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტით გაიხსნება 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილი მუსიკალური პროგრამაც.

დუდანა მაზმანიშვილი

კომენტარები

კომენტარი