ვიზუალური ხელოვნება

დღეს საღამოს საქართველოს მუზეუმებში შესვლა უფასო იქნება

27 მაისს, აქცია – „ღამე მუზეუმში“ მოეწყობა, რომლის   ფარგლებშიც, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი, დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი მუზეუმები თბილისისა და რეგიონის მასშტაბით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მუზეუმების გაერთიანების სამი მუზეუმი, რეგიონული მუნიციპალიტეტის მუზეუმები, ორი უწყებრივი მუზეუმი – ქართული სპორტის მუზეუმი, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მუზეუმი და კერძო მუზეუმი – ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების გალერეა.

დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის 1 საათამდე იქნება ღია – ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილეები, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება. მანამდე კი, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, თბილისის სხვადასხვა უბანს სლოგანით „მოდი ღამე მუზეუმში“ მოხატავენ და დამთვალიერებლებს მუზეუმებში მისვლისკენ მოუწოდებენ.

აქციას „ღამე მუზეუმში“ – საფუძველი  2005 წელს ევროსაბჭომ ჩაუყარა  და მას შემდეგ ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში რეგულარულად ტარდება.   მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და  მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი