არქიტექტურა, არქეოლოგია ვიზუალური ხელოვნება კულტურა

უცხოელი მოქალაქეები თბილისში შემორჩენილ საბჭოთა დროინდელი მონუმენტის მდგომარეობაზე მწუხარებას გამოთქვამენ

უცხოელი მოქალაქეები თბილისში შემორჩენილ საბჭოთა დროინდელი მონუმენტის მდგომარეობაზე სწუხან, – ამის შესახებ “არტნიუსმა” ფეისბუქის დახურული ჯგუფისგან შეიტყო.

“მე ძალიან ვწუხვარ საბჭოთა ერთ–ერთ ყველაზე საუკეთესო მონუმეტის საკითხზე. ის ნადგურდება და რის გამო? – ლარის (ლითონის რამდენიმე ნაკეთობის გამო). თითოეული საბჭოთა დროინდელი ნაგებობა ჩვენთვის ძალიან მგრძნობიარე საკითხია”  – აცხადებს უცხოელი მოქალაქე ჰელენ ვეილიქსი.

“არტნიუსთან” საუბრისას, ჰელენმა განაცხადა, რომ მას ამაზე მეტი ინფორმაცია არ აქვს, გარდა იმისა, რომ მან, ტექნიკური კოლეჯიდან გამოსვლის დროს, შენობის წინ მონუმენტის დამტვრეული ნაწილი დაინახა.

ფოტოები, რომლებსაც გთავაზობთ, ჰელენის მეგობრის, მაურიკ ვულფის გადაღებულია. მაურიკმა ჰელენზე 1 თვით ადრე ამცნო ჯგუფის წევრებს ამ მონუმენტის მდგომარეობა.

დახურულულ ჯგუფს “Brutal Tours and Friends” ჰქვია, რომელიც ტურისტული კომპანიის სახელს ატარებს. კომპანია კონცენტრირებულია საქართველოში, კერძოდ, თბილისში საბჭოთა ხელოვნებისა და არქიტექტურის ნიმუშების მონახულებაზე.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი