ლიტერატურა

ინტერვიუ სალმან რუშდისთან: “მწერალს გარკვეული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ენასთან, რომელიც ხშირად იცვლება”

სალმან რუშდი თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ინგლისურენოვანი მწერალია, ბუკერის პრემიით დაჯილდოვებული რომანის, „შუაღამის შვილების“ ავტორი და მართლაც მთელს მსოფლიოში ცნობილი ფატვის შედეგად, რომელიც მის წინააღმდეგ 1989 წელს გამოაცხდა ირანის მაშინდელმა ლიდერმა, აიათოლა ხომეინიმ, რუშდის მიერ რომან „სატანური ლექსებით“ თითქოსდა ისლამის შეურაცხყოფის გამო.

“არტნიუსი” გთავაზობთ ინტერვიუს სალმან რუშდთან.

– როგორია თქვენი მუშაობის სტილი და შეიცვალა თუ არა ის წლების მანძილზე?

– ჩემი მუშაობის სტილი, ალბათ, ყველა მწერლისგან განსხვავდება, რადგან მე ყოველთვის ვაიძულებდი საკუთარ თავს, რომ 9-დან 5 საათამდე მემუშავა. მე ვერ დაველოდები მუზას მოსვლას. რა თქმა უნდა, ეს რთულია, მაგრამ როდესაც თქვენი ტვინი მიხვდება, რომ მას სხვა გზა არ აქვს, ყველაფერი თავისით ხდება. ამჟამად, ყოველდღიურად 4 000 – 5 000 სიტყვას ვწერ, ხოლო რომ არა ხშირად ნაწერის გადაკითვა, გაცილებით მეტსაც მოვასწრებდი.

– როგორ ფიქრობთ, თქვენი შესანიშნავი პროზის პირველი მიზეზი არის ვარჯიში და დისციპლინა?

– ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი რამაა, რაც ვარჯიშით იხვეწება, მაგრამ არის კიდევ რაღაც: ერთ მომენტში ხვდებით, თუ ვინ ხართ თქვენ და როგორ გინდათ, რომ თქვენი ნამუშევარი განვითარდეს, რაც დამატებით თავდაჯერებულობას გძენთ, ხოლო სიტუაციას ნათელს ფენს.

– როდის მიხვდით, რა მიმართულება გინდოდათ?

– დაახლოებით, 40 წლის ასაკში. რამდენიმე ნოველაში ქექვის დროს მივხვდი, თუ როგორ უნდა განმევითარებინა ჩემი ნამუშევრები.

– როგორ ხვდებით, თუ როდის უნდა დაამთავროთ წიგნი?

– დაღლილობა. არა მე არ ვიღლები ფიზიკურად, მხოლოდ ჩემი ფანტაზია განიცდის ენერგიის ნაკლებობას. არის მომენტი, როდესაც უკეთესი აღარ ხდება თქვენი ნამუშევარი და ეს სწორედ თავის დანებების დროა.

– ძალიან ახლო ურთიერთობა გაქვთ სხვა მწერლებთან, როგორ შთააგონებთ და აძლევთ მოტივაციას მათ?

– თუ გეტყვით, რომ ჩვენ ვსხდებით და ერთმანეთს ლიტერატურაზე ვესაუბრებით, მაშინ მოგატყუებთ. ჩვენ თითქმის სხვა ყველაფერზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ინსტიქტურად ყველას გვესმის ერთმანეთის, ამიტომაც აღარ გვჭირდება კონკრეტულ თემებზე საუბარი გასამხნევებლად.

– რა არის თქვენი საქმიანობის ურთულესი ნაწილი?

– გაუგო მსოფლიოს ძალიან რთულია, ისევე, როგორც ფურცელზე გადაიტანო ადამიანური ყოფა. მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მწერალს გარკვეული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ენასთან, რომელიც ხშირად იცვლება. ყველაზე რთული კი ის არის, რომ მკითხველისთვის ეს ენა რთული არ უნდა იყოს.

– ცოტა ხანს მუშაობდით სარეკლამო ორგანიზაციაში. რა ისწავლეთ ამ გამოცდილებით?

– ერთადერთი რამ, რაც ვისწავლე, არის დისციპლინა, მაგრამ გარდა სწავლისა, მე გავიცანი და ვიმუშავე ისეთ ხალხთან, როგორებიც არიან ნიკოლას როეგი, ტონი სკოტი და ა.შ.

– როგორი რეაქცია გქონდათ კრიტიკაზე ახალგაზრდობაში?

– თითქმის ყველა ტყუის, ვინც ამბობს, რომ კრიტიკა არ აინტერესებს. პირველი წიგნის გამოცემის შემდეგ შოკში ჩავვარდი. კრიტიკამ გამაცოფა, მაგრამ ასევე დამაფიქრა, რაც შემდგომში გამომადგა. სხვათა შორის, ის წიგნი დღემდე იბეჭდება და წარმატებით იყიდება. ზოგჯერ შეიძლება ბრძოლაში დამარცხდეთ, მაგრამ ეს ომის წაგებას არ ნიშნავს.

– ტვიტერზე საკმაოდ პოპულარული ხართ. რა არის ამის მიზეზი?

– ჩვენ სწრაფი ცვლილებების ხანაში ვცხოვრობთ, წიგნები კი ამ პერიოდს ვერ ერგება, რადგანაც მათი წერა რთულია და დიდ დროს მოითხოვს, ისინი დიდ ხანს რჩებიან ცხოვრებაში, ხოლო სტატუსები სოციალურ ქსელებში მარტივად და ჩქარა იწერება. ამასთანავე, ისინი მალევე უჩინარდებიან. ხშირად ვწერ საინტერესო ამბებს, რამაც უკვე მილიონი გამომწერი “მაჩუქა”.

კომენტარები

კომენტარი