კინო

სათავგადასავლო კომედია ”მკვდრები ზღაპრებს არ ყვებიან” კინოთეატრებში

”მკვდრები ზღაპრებს არ ყვებიან” – ასე ჰქვია კარიბის ზღვის მეკობრეების მეხუთე ნაწილს, რომელიც ასევე სალაზარის წყევლის სახელითაა ცნობილი. კინოთეატრების ინფორმაციით, ეს არის 2017 წლის სათავგადასავლო კომედია, რომლის რეჟისორები ჰოაკიმ რონინგი და ესპენსანდბერგი არიან, ხოლო პროდიუსერი კვლავ ჯერი ბრუქჰაიმერია.

”ფილმის ახალ ნაწილში გამოცდილი მეკობრე ჯეკ ბეღურა, სალაზარისგან თავის დასაღწევად, პოსეიდონის სამ კბილა არტეფაქტს ეძებს, რომლის მფლობელიც ისტორიის თანახმად მიიღებს დიდ ნიჭსა და შესაძლებლობას გააკონტროლოს მთელი მსოფლიოს ოკიანეები. ჯონი დეპი, კევინ მაკნალი და ჯეფრი რაში კვლავ ჯეკ ბეღურას, მისტერ გიბსის და კაპიტანი ბარბოსას როლებს გაინაწილებენ. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ეს სამი მსახიობი თამაშობს ფილმის ყველა ნაწილში. სალაზარს ხავიერ ბარდემი განასახიერებს. მათთან ერთად კი ფილმში ორლანდო ბლუმი და კირა ნაითლიც დაბრუნდებიან. მსოფლიო პრემიერა 26 მაისს იგეგმება, ქართველმა მაყურებელმა კი კარიბის ზღვის მეკობრეების ახალი ნაწილის ნახვა, IMAX ფორმატში, მსოფლიო პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე, 23 მაისს შეძლო”, – ნათქვამია კინოთეატრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი