შემოქმედებითი ინდუსტრიები

გრიბოედოვის თეატრი სპექტაკლით ”რევიზორი” საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე წარსდგება

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის დრამატული თეატრი სპექტაკლით ”რევიზორი” საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ”ტავრიის მელპომენა” წარსდგება.

ფესტივალს უკრაინის ქალაქი ხერსონი მაისის ბოლო კვირას უმასპინძლებს. 25 მაისს რევიზორი ასევე წარმოდგენილი იქნება ნიკოლაევის სახელმწიფო აკადემიური დრამის და მუსიკალური კომედიის თეატრის სცენაზე.

”რევიზორი” რეჟისორმა ავთანდილ ვარსიმაშვილმა , ნიკოლოზ გოგოლის პიესის მიხედვით დადგა. ეს არის ფანტასმაგორია ორ მოქმედებად , რომელიც განსხვავდება მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესის კლასიკური ინტერპრეტაციისგან.

თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრისა და თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ ”რევიზორი” 2015 წლის საუკეთესო სპექტაკლად დასახელდა, ხოლო ავთანდალ ვარსიმაშვილმა პრემია მიიღო საუკეთესო რეჟისურისთვის.

კომენტარები

კომენტარი