შემოქმედებითი ინდუსტრიები

BASSIANI–ს საცეკვაო მოედანი იაპონურ ტექნოს უმასპინძლებს

5 აპრილს, BASSIANI-ს საცეკვაო მოედანი იაპონური ტექნო სცენის ოთხ მნიშვნელოვან არტისტს დაეთმობა, რომელთა ტრეკები BASSIANI RECORDS-ის რიგით მესამე კომპილაციაშია შესული, დაუკრავენ:

ლეიბლის BITTA დამაარსებელი და FUTURE TERROR-ის ფართების სერიის ორგანიზატორი DJ NOBU, IORI რომლის ჩანაწერები გამოიცემა ლეიბლებზე: SEMANTICA, PROLOGUE, FIELD RECORDS, PHONICA RECORDS და THE GODS PLANET. WOLS RECORDS-ის დამფუძნებელი, მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ჩანაწერების ავტორი TAKAAKl ITOH და პროდიუსერი და DJ ტოკიოდან WATA IGARASHI, რომელიც თანამედროვე ადერგრაუნდ ტექნო სცენაზე ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და უნიკალური ჟღერადობით გამოირჩევა.

HOROOM-ის ოთახში ბერლინელი დუო THE GHOST მთელი ღამის განმავლობაში დაუკრავს, მათი სეტები 90′-ის ჰაუსსა და ტექნოზე არის ორიენტირებული.

კომენტარები

კომენტარი