საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

მოსკოვში ნანი ბრეგვაძის კონცერტის გაუქმებას არ ადასტურებენ

მოსკოვის საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში“ არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ნანი ბრეგვაძის 28 მარტს დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. როგორც „კროკუს სიტი ჰოლში“ განაცხადეს, „ყველაფერი ძალაშია“.

„ნანი ბრეგვაძის კონცერტი 28 მარტს არის დაგეგმილი. ყველაფერი ძალაშია, ბილეთების გაყიდვა ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს“, – აღნიშნეს „კროკუს სიტი ჰოლის“ ადმინისტრაციაში.

კონცერტის გაუქმების შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი