შემოქმედებითი ინდუსტრიები

თბილისში პირველი “აგრობიბლიოთეკა” გაიხსნა

თბილისში, ეროვნული ბიბლიოთეკის ვახტანგ მეექვსის კორპუსში „საქართველოს ფერმართა ასოციაციისა“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტი, „აგრობიბლიოთეკა“ გაიხსნა.

ფერმერთა ასოციაციასა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია განთავსებული იქნება ამ კაბინეტში.

„კაბინეტში განთავსებული ინფორმაცია სოფლის მეურნეობის შესახებ არ იქნება მხოლოდ წიგნებისა და ბროშურების სახით, ასევე შესაძლებელი იქნება ონლაინ შეძლონ ნებისმიერი ინფორმაციის მიღება. კაბინეტში ამ ეტაპზე განთავსებულია ასამდე წიგნი და ეტაპობრი გაიზრდება ეს რაოდენობა. მაგალითად, არის ასეთი წიგნი „გზა ფერმერობამდე“ . წიგნში აღწერილია საქართველოში გავრცელებული და პერსპექტიული სამოცზე მეტი სასოფლო სამეურნეო კულტურის წარმოების ტექნოლოგია, ასევე, მათი წარმოებისათვის აუცილებელი ფაქტორების – კლიმატის, ნიადაგის ტიპების, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოცულობისა და სხვა პირობების მიმოხილვა ქვეყნის რეგიონების მიხედვით. ყველა წიგნი ,რომელიც განთავსდება ამ კაბინეტში, მკითხველს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ელექტრონულადაც. ამის გაციფროვნებაში ეროვნული ბიბლიოთეკა გვეხმარება,“-აღნიშნა „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ Ipress-თან საუბრისას.

“ფერმერთა ასოციაციასთან ერთად შევქმენით ბიბლიოთეკა, რომელიც გულისხმობს აგრალური სფეროთი დაინტერესებული ადამიანის დაკმაყოფილებას. ჩვენ ვეცდებით , რომ ეს სივრცე შეივსოს სხვადასხვა ენაზე გამოცემული აგრო ლიტერატურით. ეს სივრცე არის აუცილებელი სივრცე ,რადგან საქართველო აგრალური ქვეყანაა. ხშირად ვსაუბრობთ პრობლემებზე და თუკი ჩვენ არ გვექნება შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია ძალიან რთულად გადავწყვეტთ პრობლემებს ,რომელიც ჩვენს წინაშე დგას,“ -აღნიშნა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ, ასევე Ipress-თან საუბრისას

კომენტარები

კომენტარი