არტ მენეჯმენტი

ნიუ–იორკის მუზეუმში შესასვლელად მდიდრები უფრო მეტს გადაიხიდან, ვიდრე ღარიბები

ნიუ-იორკში მდებარე მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში შესვლის ფასი შეცვალეს და ახლა ის 25 $–ს შეადგენს, რაც არც თუ ისე ცოტაა.

თქვენი აზრით, რა იქნებოდა ყველაზე სამართლიანი გადახდის გზა?

“სამართლიანი მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი” არის ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, შეძლებულმა ადამიანებმა უფრო მეტი უნდა გადაიხადონ დაწესებულებაში შესვლისთვის, ვიდრე სხვებმა. უფრო კონკრეტულად კი, მუზეუმში შესვლის გადასახადი ინდივიდუალური უნდა იყოს და ის შემოსავლის მიხედვით უნდა ითვლებოდეს.

აქტივისტების თქმით, რომლებმაც ახალი გადახდის სისტემის იდეა გააჟღერეს, ახალი ფასი უსამართლოა და ძალიან ბევრი მსურველი ვერ შეძლებს მუზეუმში შესვლას ფინანსური პრობლემების გამო.

ერთ-ერთმა აქტივისტმა განაცხადა, რომ ეს ფასი არა მხოლოდ პრიორიტეტებს აკარგინებს დაბალი შემოსავლის მქონე პირებს, არამედ მათ ავიწროებს.

ამ ინიციატივის თანახმად, მუზეუმის დამთვარიელებლები შესვლაში 0-იდან 35$–მდე გადაიხდიან. კონკრეტულ ფასს სპეციალური პერსონალი გამოთვლის ინდივიდის შემოსავლების რაოდენობიდან გამომდინარე. საშუალოდ ვიზიტორები კი 9 დოლარს გადაიხდიან.

კომენტარები

კომენტარი