ვიზუალური ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

ეროვნული მუზეუმი 14 წლის ლუკა არაბიძის გამოფენას უმასპინძლებს

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ლუკა არაბიძის გამოფენას სახელწოდებით ,,დისკომუნიკაცია” თბილისის ისტორიის მუზეუმში.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სამი დიდი ზომის ნამუშევარი და ვიდეოარტი, რომელთაც აერთიანებს ერთი თემატიკა – 14 წლის ავტორის სუბიექტური დამოკიდებულება დიდი ქალაქისა და სივრცის მიმართ.

მხატვრის მთავარი თემაა ქალაქი მაღალი კორპუსებით, ქაოსითა და გაურკვევლობით – ადგილი, სადაც ხშირად იკარგება, ქრება ხმები, აზრები და იდეები. პროექტის კონცეფცია აგებულია გაგების ფსიქოლოგიაზე დიდ ქალაქში, იქ, სადაც სანამ არ გაიზრდები არ მოგისმენენ. მასში ყველაფერი ერთფეროვანი და სტანდარტულია – სახლები, ფანჯრები, ადამიანები ამ სახლებსა და ფანჯრებს მიღმა.

ლუკა არაბიძეს ჰქონდა რამდენიმე პერსონალური გამოფენა საქართველოში. ასევე, მონაწილეობდა თანამედროვე ხელოვნების ფესტივალში (2011).

გამოფენა გაიხსნება 23 მარტს, 18:00 საათზე. მისი ხანგრძლივობა 23 მარტიდან 1 აპრილილამდე გასტანს

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა 8.

გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია, მომდევნო დღეებში კი ბილეთის საფასური მოზრდილებისთვის 5 ლარი, სტუდენტისთვის 1 ლარი, სკოლის მოსწავლისთვის 50 თეთრი, პენსიონერისთვის 50 თეთრი, ექვს წლამდე ბავშვებისთის კი უფასო გახდება.

*ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე biletebi.ge 

 

კომენტარები

კომენტარი