ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

DIE WELT: „საქართველო დიდი ლიტერატურული პროგრამით“

Die Welt ცნობილი გერმანული გამოცემა ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტს ეხმაურება და აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო დიდი ლიტერატურული პროგრამით“.

„ლაიფციგი – საქართველოს, როგორც ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის საპატიო სტუმარს, სურს მიიქციოს ყურადღება თავისი დაგეგმილი ასობით ღონისძიებით. ორგანიზატორების თქმით მხოლოდ ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია წიგნის კითხვა, პერფორმანსები, სემინარები და გამოფენები 29 გერმანულენოვან ქალაქში. ხოლო კროს-კულტურული, რომელშიც თეატრი და კინოც შედის, პროგრამის ფარგლებში გაიმართება 450 ღონისძიება.

ამასთან ერთად, წელს, ჯამში, ქართველი მწერლების 130 წიგნი გამოჩნდება გერმანიაში. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ნინო ხარატიშვილის ნოველა. მისმა წიგნმა, „მერვე სიცოცხლე“, დიდი წარმატება მოუტანა ავტორს, ამჯერად კი ის (ნინო ხარატიშვილი) წარმოადგენს წიგნს „კატა და გენერალი“, რომლის პრეზენტაციაც აგვისტოშია დაგეგმილი.

საქართველოს სურს საკუთარი თავი წარმოაჩინოს და დაგვანახოს თავისი როლი სამყაროში 1600 წლიანი ლიტერატურული ტრადიციით, როგორც შეძლო ღვინის კულტივაციის 8000 გამოცდილების, ბუნებისა და უნიკალური ანბანის შემთხვევაში. ეს უკანასკნელი კი 2016 წელს იუნესკომ არამატერიალურ კულტურულ ძეგლად აღიარა.

„ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით საქართველოს შესახებ და ეს აუცილებლად უნდა შევცვალოთ“ – განაცხადა ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის ხელმძღვანელმა იურგენ ბუსმა. „ – წერს Welt-ის ჟურნალისტი.

კომენტარები

კომენტარი