არტ მენეჯმენტი კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

SHAPE-ის მიერ დასახელებული 2018 წლის არტისტები

მუსიკისა და აუდიო-ვიზუალური ხელოვნების პლატფორმა “SHAPE”, რომელიც ორგანიზაცია „The Creative Europe“-ს მხარდაჭერით შეიქმნა, 2018 წლის არტისტების სიას აქვეყნებს. ამ სიაში მოხვედრილი ადამიანები სქესის მიხედვით თანაბრად არიან გადანაწილებულნი.

პლატფორმის დასახელებულ ხელოვანთა შორის მოხვდნენ მუსიკოსები განსხვავებული ჟანრებიდან, დაწყებული პოსტ-გრაიმიდან და ტექნოდან, დასრულებული იმპროვიზაციითა და აკუსტომატიკური მუსიკით.

პლატფორმა დგას 16 ევროპულ ფესტივალზე, რომლებიც მის ქვეშ გაერთიანდნენ იმიტომ, რომ მხარი დაუჭირონ და დაეხმარონ ინოვაციურ და ხარისხიან მუსიკოსებსა და ინტერდისციპლინური მიმდინარეობის არტისტებს, რომლებიც ხმის ინჟენერიის მიმართულებით მოღვაწეობენ.

პლატფორმამ, აგრეთვე, დააანონსა თავისი არსებობის მეორე ფაზა, რომელიც 2021 წლამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში დაგეგმილია SHAPE-ს უფრო დიდ ტერიტორიაზე გავრცელება. გარდა 16 ქალაქისა და 12 ქვეყნისა, რომლებიც ფესტივალის წევრები არიან, პლატფორმა აპირებს შოუების გამართვას ქვეყნებში, რომლებშიც მას ჯერ არ იცნობენ.

ამასთან ერთად, SHAPE პლატფორმა აპირებს ცვლილებების შეტანას საგანმანათლებლო ღონისძიებებშიც. კერძოდ, ორი ღია საგანმანათლებლო ღონისძიება ჩატარდება ყოველი ფესტივალის დამსწრეთათვის, მაშინ, როდესაც არტისტებისთვის გამართული ლექციები და ვორქშოფები უფრო ცენტრალიზებულია, რადგან მათ  შეეძლოთ ერთად მუშაობა, იდეების გაცვლა და კავშირების შექმნა.

SHAPE – ს 2018 წლის არტისტთა სია ასეთია:

Alley Catss (HU)
Arielle Esther (FR)
Berangere Maximin (FR)
Bonaventure (CH)
Caterina Barbieri (IT)
Catnapp (AR/DE)
Chinaski (DE)
December (FR)
Deena Abdelwahed (TN/FR)
DJ Morgiana (PL)
Èlg (BE)
EOD (NO)
Ewa Justka (PL/UK)
Giant Swan (UK)
Golin (BE)
Gosheven (HU)
Isama Zing (SK)
JASSS (ES/DE)
Joasihno (DE)
Jung An Tagen (AT)
Kathy Hinde (UK)
Kimyan Law (AT)
Kinga Toth (HU)
Lifecutter (SI)
Malibu (FR)
Mika Oki (BE)
NAKED (UK/PL)
Nene H (TR/DE)
Nina Hudej (SI)
Nkisi (BE)
Oklou (FR)
OKO DJ (FR)
Pan Daijing (CN/DE)
Piernikowski / Golebiewski (PL)
Red Trio (PT)
Sarah Farina (DE)
Schwefelgelb (DE)
Sinosc (DE)
Sissel Wincent (SE)
Sourdure (FR)
Swan Meat (US/DE)
Tesa (LV)
Tomoko Sauvage (JP/FR)
Tutu (ES)
Umbra (RS)
Uriel Barthelemi (FR)
Vladimir Ivkovic (RS)
Yamaneko (UK)

კომენტარები

კომენტარი