ვიზუალური ხელოვნება

საპირფარეშო, სადაც ტელეფონის შეტანა არ მოგინდებათ

ალბათ, ყველა დაეთანხმებით იმას, რომ თუ საპირფარეშოში ტელეფონს ან სხვა გასართობ საშუალებას არ შევიტანთ, მაშინ იქ ჯდომა ძალიან მოსაწყენი გახდება.

ლიტვაში მოქმედმა კრეატიული დიზაინისა და დეკორის სტუდიამ Gyva Grafika კი ეს პრობლემა ბევრგან გადაჭრა.

რესტორნის “Galeria Urbana” ადმინისტრაციამ თავის საპირფარეშოს მოდერნიზაციის მიზნით, მიმართა ზემოთ ხსენებულ სტუდიას. მათ უნდა განეახლებინათ რესტორნის საპირფარეშო ისე, რომ ძველ კაფელს პირვანდელი სახე შეენარჩუნებინა.

რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული დავალება იყო, მაგრამ სტუდიაში მომუშავე პერსონალმა ამ ამოცანას სხვა კუთხით შეხედა და გასაოცარი შედეგი მიიღეს.

მათ ძველი კაფელი საცხოვრებელ კორპუსს მიამსგავსეს ისე, რომ თითოეული ფილა თითო ფანჯრის იმიტაციაა.

კომენტარები

კომენტარი