შემოქმედებითი ინდუსტრიები

დღეს კონკურსის „თარგმნილი პიესა 2018“ გამარჯვებულებს გამოავლენენ

თუმანიშვილის ფონდის კონკურსი “თარგმნილი პიესა 2018” დასრულდა. გამარჯვებულთა დასახელება და დაჯილდოება ტრადიციულად გაიმართება კულტურისა და სპორტის სამინისტროში დღეს, 19 მარტს, 12 საათზე.

კულტურის სამინისტრო

დღეს კულტურისა და სპორტის სამინისტროში თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული კონკურსის „თარგმნილი პიესა 2018“ გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

თუმანიშვილის ფონდმა პროექტი – ახალი დრამატურგია, 2006 წელს დაიწყო. პროექტი ორი კონკურსისაგან შედგება – „ახალი ქართული პიესა“ და „თარგმნილი პიესა“. კონკურსები ყოველწლიურია და მონაცვლეობით ტარდება.

5 წევრისგან შემდგარი ჟიური, რომელთა ვინაობაც ფინალამდე გასაიდუმლოებულია, პიესების ხარისხს 10 ბალიანი სისტემით აფასებს.

სამ გამარჯვებულს, ფულადი პრემიები და ფონდის პრიზი „თუმანიშვილის ვაშლი“ გადაეცემათ.

კონკურსი „თარგმნილი პიესა 2018“, წელსაც, ტრადიციულად, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

გასათვალისიწნებელია, რომ დასწრება თავისუფალი არ არის.

კომენტარები

კომენტარი