საშემსრულებლო ხელოვნება

„კამერტონის” ქართველი წარმომადგენლები ხვალ კონცერტს გამართავენ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დარბაზში ხვალ საერთაშორისო მუსიკალური პროექტის „კამერტონის” ქართველი წარმომადგენლები კონცერტს გამართავენ. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ – გიორგი ოიკაშვილი (კლარნეტი), თინათინ კობერიძე, თამარ ტყაბლაძე, ბარბარე როინიშვილი (ვიოლინო), თათა მახარაძე, მარიამ დარჩიაშვილი (ფორტეპიანო).

კულტურის  სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო პროექტი „კამერტონი” საზოგადოებრივი ორგანიზაციის Eurocon e.V-ის ეგიდით ფუნქციონირებს და მოზარდთა მუსიკალური განათლების განვითარებას, კულტურის სფეროში თანამშრომლობასა და ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამებს უჭერს მხარს. „კამერტონის” პარტნიორი ქვეყნების რიგს საქართველო 2011 წელს შეუერთდა.

მათივე ცნობით, პროექტის მიზანია განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოზარდებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობა: ახალგაზრდა კლასიკური მუსიკოსების საერთაშორისო კარიერის ჩამოყალიბება, მასტერკლასებისა და საკონცერტო გამოსვლების ორგანიზება, სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსების შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება და განვითარება. „კამერტონის” ხელმძღვანელია ცნობილი გერმანელი საზოგადო მოღვაწე ქალბატონი ლიუდმილა ფონ ბერგი. საქართველოში პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელია პიანისტი კირა ლელაშვილი.

პროექტ „კამერტონის“ მხარდამჭერები გოეთეს ინსტიტუტი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბერლინის სენატი არიან.

კომენტარები

კომენტარი