საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

2018 წლის ივლისში “Cigarettes After Sex” თბილისში გეგმავს ჩამოსვლას

ცნობილი ამერიკული მუსიკალური ჯგუფი Cigarettes After Sex 2018 წლის ივლისში თბილისში გეგმას ჩამოსვლას – ამის შესახებ ჯგუფი ინსტაგრამის გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოზე კომენტირდა.

Cigarettes After Sex ამერიკული პოპ-ჯგუფია ტეხასიდან, რომელიც 2008 წელს დაარსდა. ის ოთხი მუსიკოსისგან შედგება. ბენდის დამფუძნებელი და ლიდერია ვოკალისტი გრეგ გონზალესი. მასვე აბარია ელექტრო გიტარა, აკუსტიკური გიტარა და ბასი.

როგორც ცნობილია, პარასკევიდან 1 მაისამდე ჯგუფს აშშ-ს ფარგლებში აქვს ტურნე. 15 მაისიდან 28 მაისამდე ისინი ვენაში, ბერლინში, ჰამბურგში, ლუქსემბურგში, დუბლინში, ლონდონში, პარიზსა და ციურიხში გამართავენ კონცერტებს. 11-12 ივნისს Cigarettes After Sex სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვს ესტუმრება, ხოლო ხოლო 14 ივნისს კიევში გამართავს კონცერტს.

 

კომენტარები

კომენტარი