არქიტექტურა, არქეოლოგია

მწერლის სახლში აღმოსავლური ოთახის რესტავრაცია დასრულდა

თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე, ყოფილ სარაჯიშვილისეულ სახლში, რომელშიც ახლა მწერლის სახლია განთავსებული, აღმოსავლური ოთახის რესტავრაცია დასრულდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, აღმოსავლური ოთახი მწერლის სახლის მეორე სართულზე, წლების განმავლობაში ჩაკეტილი იყო და საბჭოთა ეპოქის რესტავრაციას ემსხვერპლა.

რესტავრატორებს აღმოსავლური ოთახი რამდენჯერმე გადაღებილი დახვდათ, თუმცა დავით გაგოშიძემ და სხვა სპეციალისტებმა ოთახისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება ფოტოგრაფ დიმიტრი ერმაკოვის მიერ 1905 წელს გადაღებული ფოტოების წყალობით შეძლეს, რომელიც მან სახლის მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაიღო.

დავით სარაჯიშვილის სასტუმრო ბუხრიან ოთახში მისი სახელობის მემორიალური ნივთების მუზეუმი განთავსდება და სხვა შემორჩენილ ნივთებთან ერთად მისი რესტავრირებული ავეჯი დაიდებს ბინას.

მწერლის სახლის რეაბილიატაცია 2011 წელს დაიწყო და უსახსრობის გამო, ფრაგმენტულად მიმდინარეობს. სახლის მეორე სართული დამთვალიერებლისთვის ამ დრომდე დაკეტილია.

კომენტარები

კომენტარი