ვიზუალური ხელოვნება კულტურა

ფოტოები დამარცხებული აფრინიდან

დღეს თურქეთმა სირიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქურთულ ანკლავზე, აფრინზე სრული სამხედრო კონტროლი გამოაცხადა.

“აფრინის, როგორც თანამედროვე ფაშიზმის, ტერორიზმის, იმპერიალიზმის, კოლონიალიზმის, კაპიტალიზმისა და პატრიარქატის წინააღმდეგ მებრძოლი ერთ-ერთი უკანასკნელი რეგიონის დაცემა სამარცხვინო განაჩენია თანამედროვე მსოფლიოსათვის, მათ შორის – დღევანდელი მემარცხენეებისათვის, რომლებიც არასამთვრობო ორგანიზაციებიდან, პარლამენტებიდან და აკადემიის კედლებიდან ადევნებენ თვალს ამ პროცესებს.” – ასე აფასებს მომხდარს მემარცხენე პლატფორმა “European-ი.”

აფრინის ანტიფაშისტური მოძრაობა, რომელიც სხვადასხვა სახით წლების განმავლობაში ეფექტურად იბრძოდა ISIS-ის წინააღმდეგ – ნამდვილი დემოკრატიის, ქალთა რეალური ემანსიპაციის, ნამდვილი სოლიდარობის პრაქტიკაში უპრეცედენტო განხორციელებით, შეეწირა ფანატიზმს, ტერორიზმსა და იმპერიალისტურ ფაშიზმს, მთელი ცივილიზებული სამყაროსა და მედიის სამარცხვინო უმოქმედობას.

სულ რაღაც ერთი თვის წინ, 2018 წლის 13 თებერვალს, აფრინის ანტიფაშისტურმა ძალებმა, მთელ მსოფლიოს მოუწოდეს ინტერნაციონალური სოლიდარობისაკენ. დღეს, ერდოღანმა საზეიმოდ გამოაცხადა რეგიონზე სრული კონტროლი. დღევანდელი თარიღით ისტორიამ ფეხქვეშ გათელა იმ ადამიანების, მათ შორის ქალთა რაზმების ხსოვნა, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ISIS-ის წევრებთან უშიშრად ბრძოლაში წამებით იღუპებოდნენ.

ფოტოები დამარცხებული აფრინიდან:

Turkish forces and Free Syrian army enter Afrin on 18 March 2018

Turkish-backed Syrian rebels gather next to the destroyed Kawa statue in the city of Afrin in northern Syria on March 18, 2018

Civilians Afrin

კომენტარები

კომენტარი